კვირა, 12/05/2024, 21:28

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 06
 
   მობილური ტელეფონები და პლეერები ვიდეოს ჩვენების ფუნქვიით დიდიხანია არსებობს, მაგრამ აქ გვხვდება ერთი შეზღუდვა: ეკრანის მცირე ზომა. ბოლო დროს ინჟინრები მუშაობენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. მუშაობა მიმდინარეობს ძირითადად ორი მიმართულებით: პირველი – რამდენიმე კომპანია ცდილობს შექმნას მინიატურული პროექტორი, რომელიც შეიძლება თუნდაც ჩამონტაჟდეს ტელეფონში, სხვა კომპანიები კი ცდილობენ თვალთან მიაახლოვონ ეკრანი, რაც უზრუნველყოფს შედარებით დიდი ზომის გამოსახულებას.
 
 
   მეორე მიმართულებით წავიდა კომპანია Myvu და წარმოადგინა საბოლოოდ ვიდეოსათვალეები iPhone, iPod და რამოდენიმე ვიდეოპლეერისათვის. სათვალეებში ჩადგმული ბატარია საკმარისია 4 საათის განმავლობაში ხმის და ვიდეო გამოსახულების სანახავად, 640x480 (VGA) გაფართოებით. Movu Crystal–ის ფასი არის 299,95$. ვიდეოსათვალეების შეკვეთა შესაძლებელია მწარმოებლის საიტიდან.
 
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 875 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 5.0/1 | სულ კომენტარები (0)

 
   გეიმერებს და კომპიუტერის ენთუზიასტებს შორის კარგად ნაცნობმა კომპანიამ Alienware (Dell–ის საკუთრება) წარმოადგინა ახალი ზესწრაფი ნოუტბუკი Alienware M17. სიახლე აღჭურვილია ორ ან სამ ბირთვიანი ინტელის პროცესორით და არის კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ნოუტბუკი, რომელიც აღჭურვილია ორი ვიდეოკარტით ATI Mobility Radeon HD 3870 და მხარს უჭერს ტექნოლოგიას ATI CrossFireX.
 
 
   მინიმალური კონფიგურაციით იგი ღირს 1400$. ეს კონფიგურაციაა: პროცესორი – Intel Core 2 Duo P8400 (2.26 ГГц), ვიდეოკარტები – ATI Mobility Radeon HD 3870, 17" დისპლეი 1440х900 გაფართოებით, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 160 გიგაბაიტიანი ვინჩესტერი (7200 ბრუნი წუთში), DVD ჩამწერი, ქსელური ადაპტერი –  Wi-Fi b/g და ოპერაციული სისტემა – Windows Vista Home Premium SP1.
   ყველაზე ძლიერი მოდელი არის შემდეგი კონფიგურაციის: პროცესორი – 4 ბირთვიანი Core 2 Extreme QX9300, ვიდეოკარტები – Radeon HD 3870, 17" დისპლეი 1920х1200 გაფართოებით, კლავიატურა განათებით, ტვ. ტუნერი, 4 გიგაბაიტიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი (2х500 GB), Blu-ray წამკითხავი, ქსელური ადაპტერი Wi-Fi Draft-N და ოპერაციული სისტემა Vista Ultimate 64bit SP1. ეს ყველაფერი ერთად ღირს $4420.
   კონფიგურაციის შერჩევა საკუთარი გემოვნებით შეგიძლიათ აქ.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 1348 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
  კომპანიებმა "NVIDIA" და "VIA Technologies" გადაწყვიტეს "გაეყინათ" ერთობლივი სამუშაოები Netboock-ებისა და მობილური მოწყობილობების დამუშავების, რის შესახებაც იუწყება ტაივანური რესურსი The Digitimes. გაცნობებთ, რომ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა ერთი პლატფორმის ქვეშ VIA C7 და  VIA Nano IGP-ჩიფსეტებით  NVIDIA MCP79 გაერთიენებას, ხელმოწერილ იქნა მიმდინარე წლის აპრილის თვეში.
   მიუხედავად ამისა, "NVIDIA" და "VIA Technologies" მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.  CES 2009 იანვარის გამოფენაზე ისინი წარმოადგენენ ერთობლივად გამოგონებულ PC.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 889 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კოპმანია Seagate Technology–მ გააკეთა 2.5 დიუმიანი მყარის დისკის Savvio 15K.2 ანონსი. იგი დაფუძნებულია Unified Storage Architecture–ს ბაზაზე, მიეკუთვნება კორპორატიულ კლასს და არის ყველაზე სწრაფი თავის კლასის მოწყობილობებთან შედარებით.
  
 
   როგორც მწარმოებელი აცხადებს, ახალი ვინესტერი იქნება აღჭურვილი SAS (Serial Attached SCSI) ინტერფეისით, ბრუნვის სიჩქარე იქნება 15000 ბრუნი წუთში და იქნება 43 დან 146 GB ზომის. მწარმოებელი ასევე იტყობინება, რომ საფირმო ტექნოლოგიის (PowerTrim Technology)–ს გამოყენებით, მოწყობილობა გამოიყენებს 70%–ით ნაკლებ ენერგიას ვიდრე ბაზარზე არსებული 3,5–დიუმიანი ვინჩესტერები, იგივე ბრუნვის სისწრაფით. ვინჩესტერს შესაძლებლობა ექნება, აპარატურულ დონეზე მოახდინოს ჩაწერილი ინფორმაციის დაშიფვრა AES ალგორითმის გამოყენებით.
   მასიური წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მოდელები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან მონაცემთან დაშიფვრის ფუნქციით გამოვა 2009 წლის პირველ კვარტალში.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 928 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   მყარ დისკებთან ე.წ. "ვინჩესტერები", შედარებით SSD–დისკები გამოირჩევიან ნაკლები ენერგომოხმარებით და  ნაკლები სითბოსგამოყობით. რაც კორპორატიულ კლიენტებს საშუალებას აძლევთ შეამცირონ მუდმივი საექსპულატაციო და გაგრილების ხარჯები.
  
 კომპანია Samsung Electronics–მა გამოუშვა დისკები Enterprise SSD, სპეციალურად სერვერულლი კომპიუტერებისთვის. სიახლე პროექტირებულია NAND მიკროსქემის ბაზაზე, ხასიათდება ორჯერ მეტი ჩაწერა/წაკითხვის სისწრაფით, SLC ჩიპზე დამზადებულ სამსუნგის სტანდარტულ SSD–დისკებთან შედარებით. თანმიმდევრობითი წაკითხვის სისწრაფე შეადგენს 100 მბ/წამში, ხოლო ჩაწერის – 80 მბ/წამში. შეტანა/გამოტანის ოპერაციის მწარმოებლურობა (IOPS) ერთ ვატზე გაანგარიშებით, 100–ჯერ მეტია, 15000 ბრუნიან, 2,5” SAS ვინჩესტერებთან შედარებით.
 
 
 
   Enterprise SSD აღჭურვილია SATA II ინტერფეისით, გამოვა 1,8” და 2,5” ზომის და 25 და 50 GB მოცულობის. საორენტიაციო ფასი 50 GB მოცულობის იქნება 600$.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 887 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   ხმაურიანი ისტორია Sony Energy Devices მიერ წარმოებულ ბრაკ  აკუმულატორებთან დაკავშირებით გრძელდება. საბედნიეროდ, ამჯამად შედარებით მცირე მასშტაბით. დაახლოებით ორი წლის წინ კომპანია Sony იძულებული იყო გამოეცვალა 9 მილიონამდე პოტენციურად საშიში ბატარიები, ისეთი მსხვილი მწარმოებლების ნოუტბუკებიდან, როგორებიც არიან: Apple, Dell, Fujitsu, Hitachi, HP, Lenovo, Sharp, Toshiba. მჟამად საუბარი მიდის დაახლოებით 100 ათას აკუმულიატორის გამოცვლაზე. საიდანაც, 35 ათასი გაყიდულია ამერიკის ტერიტორიაზე, დანარჩენი 65 ათასი სხვა ქვეყნებში. ყველა ამ ბატარიას აქვს ტექნოლოგიური ნაკლი, რომლის გამოც შეიძლება ძალიან გაცხელდნენ ან აფეთქდნენ  კიდეც.
   ბრაკი ბატარიების გამოცვლის აქცია წამოწყებულია "კლიენტთა პროდუქტის უსაფრთხოების" კომისიის Consumer Product Safety Commission (CPSC)  და კომპანიების HP, Toshiba, Dell ის მიერ, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი საყვედურების გამო. დღევანდელი დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია, Sony– მიერ 2,15 ამპ./საათიანი, 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის ივნისის თვის ჩათვლით წარმოებული ბატარიების მწყობრიდან გამოსვლის და დაწვის 19 შემთხვევასაიდანაც 17 შემთხვევაში, მოხდა ბატარიის აფეთქება. ასევე 2 შემთხვევაში მომხმარებელმა მიიღეს მცირე დამწვრობა.

 

 

   არსებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაზარალდა კომპანია HP. 35 ათასი ნოუტბუკიდან, რომელთა ბატარიები გამოსაცვლელია, 32 ათასი არის აღნიშნული კომპანიისეს ეხებათ შემდეგ მოდელებს: HP Pavilion dv1000, dv8000 და zd8000. ასევე მოდელები: Compaq Presario v2000, v2400 и HP Compaq nc6110, nc6120, nc6140, nc6220, nc6230, nx4800, nx4820, nx6110, nx6120, nx9600, რომლებიც იყიდებოდნენ 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ივნისის ჩათვლით. ასეთი პროდუქტის ამოცნობა შეიძლება მით ბატარიაზე არსებული შტრიხ-კოდით. მათ ნომრები იწყება A0, L0, L1 ან GC.

   კომპანია Toshiba– ამერიკის ბაზარზე გაყიდა, ბრაკი ბატარიებითმხოლოდ 3 ათასი ნოუტბუკი. "საშიშროება" ემუქრებათ ასევე Satellite A70, A75, P30, P35, M30X, M35X, M50 და M55 მოდელების მომხმარებლებს, რომელთაც აღნიშნული ნოუტბუკები შეიძინეს 2005 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით. იგივე შეიძლება ითქვას Toshiba Tecra A3, A5 და S2 მოდელებზეც. ყველაზე ნაკლებად ბრაკი ბატარიებით დაზარალდა კომპანია Dell. მათ "შავ სიაში" მოხვდა მხოლოდ 150 ნოუტბუკი და ეს მოდელებია: Latitude 110L, Inspiron 1100, 1150, 5100, 5150 და 5160, რომელთაც უდგათ ბატარია OU091. ესენი იყიდებოდნენ 2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის ნოემბრის ჩათვლით.

  

 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 876 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   დაცვის სისტემა ოპტიკური დისკებისთვის, HD DVD და Blu-ray სახელწოდებით AACS (Advanced Access Content System) შემუშავებულია AES-128 ბიტიანი ალგორითმის საფუძველზე და ითვლებოდა CSS სისტემაზე (გამოიყენება DVD დისკებში) უფრო საიმედოდ. 2006 წელს იგი გატეხა ხაკერმა სახელად Muslix64. ამის შემდეგ Blu-ray Disc Association–ი მთელი ძალებით მუშაობდა ახალი დაცვის სისტემის შექმნაზე.
   2007 წლის შუა თვეებში კომპანია Cryptography Research–მა შექმნა ტექნოლოგია სახელწოდებით BD+, რომელიც წარმოადგენს ვირტუალურ მანქანას, ჩადგმულს დისკწამკითხავში და არის დაცვის სისტემის მართვის, (Blu-ray Disc Digital Rights Management) შემადგენელი ნაწილი. ეს აძლევს საშუალებას ვიდეო პროდუქტის მწარმოებლებს, ჩასვან შესრულებადი კოდი პირდაპირ Blu-ray დისკში, რაც მათ დამატებით შესაძლებლობებს აძლევთ. ეს ტექნოლოგია ითვლებოდა ძალიან საიმედოდ, და სწორედ BD+ მა დიდი ზეგავლენა მოახდინა კინოსტუდიებზე რომ აერჩიათ Blu-ray ფორმატი.
   მაგრამ, სულ მალე, 2007 წლის შემოდგომას, კომპანია AnyDVD–მ, რომელიც უშვებს პროგრამებს AnyDVD, AnyDVD HD, CloneCD, CloneDVD, Virtual CloneDrive, განაცხადა, რომ მათ ნაწილობრივ გატეხეს BD+ დაცვა. ამის შემდგომ, 2008 წლის მარტში გამოვიდა ახალი ვერსის AnyDVD HD 6.4.0.0, რომელსაც შეუძლია BD+ ის გატეხვა იმ დროისთვის ბაზარზე არსებულ ყველა დისკზე. ვიდეომწარმოებლებმა დაიწყეს დაცვის სისტემის ახალი ვერსიების ჩამატება დისკებში, მაგრამ SlySoft სულ სულ მოკლე დროში უშვებდა შესაბამის განახლებას თავისი პროგრამისთვის.
   რამდენიმე დღის წინ SlySoft–მა გამოუშვა ახალი ვერსია AnyDVD HD 6.4.7.9, რომელშიც ჩამატებულია BD+ დღევანდელი ვერსიის გატეხვის შესაძლებლობა, დამატებულია რეგიონალური დაცვის პუნქტის ამოშლა. ყველაზე მთავარი დამატება ახალ ვერსიაში არის BD-Live–ის გამორთვის შესაძლებლობა. (BD-Live წარმოადგენს ინტერნეტიდან ავტომატურად, დამატებითი ინფორმაციის ჩამოწერის ფუნქციას, დისკზე არსებული ვიდეოს, აუდიოს ან სხვა, შესახებ)
   მწარმოებლის სიტყვებით, თითქმის ყველა დისკწამკითხავ მოწყობილობას გათიშული აქვს BD-Live–ის გამორთვის შესაძლებლობა. რაც მომხმარებლისთვის არასასიამოვნო მომენტებს ქმნის. დისკის ჩართვისას, იმის გამო, რომ მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს, ხდება დაყოვნება დისკის წაკითხვისას, ასევე SlySoft აცხადებს, რომ BD-Live აძლევთ საშუალებას კინომწარმოებლებს მოიპოვონ მომხმარებლებზე ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა: რა ფილმებს უყურებენ ისინი, რა სიხშირით და ა.შ.
   კომპანია SlySoft დარეგისტრირებულია ანტიგუა და ბარბუდას სახელმწიფოში. ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ.
   პროგრამა AnyDVD HD 6.4.7.9 იყიდება 79 ევროდ, ხოლო ვერსია, რომელიც მუშაობს მხოლოდ ტრადიციულ DVD დისკებთამ ღირს 49 ევრო.
   საქართველოში კი მარტივია ამ პროგრამის გატეხილი ვერსიის ან გამტეხის პოვნა :–)
 
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 914 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)