ორშაბათი, 13/05/2024, 14:53

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 04
 
   კომპანია OCZ Technology–მ სერია DIY (Do-It-Yourself, "შექმენი თვითონ") შემატა ახალი, 15.4 დიუმიანი ნოუტბუკი OCZ 15” DIY Gaming Notebook, Centrino 2 პროცესორის ბაზაზე. DIY სერიაში შედის დაშლილი ნოუტბუკი და მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებით ააწყოს იგი. ამ დრომდე OCZ DIY შეიცავდა, მიმდინარე წლის ზაფხულში წარმოებულ: 17" ნოუტბუკს AMD Athlon 64–ის ბაზაზე, 15.4" ნოუტბუკს Intel Santa Rosa Refresh–ის ბაზაზე და 17" მოდელი Centrino 2–ის ბაზაზე.
 
 
   შეძენილი ნოუტბუკის ყუთში ნახავთ: თვით კორპუსს, 1280х800 გაფართოების 15.4'' დისპლეით, მთავარ სქემას Intel PM45/ICH9M ის ბაზაზე აწყობილს, ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპით ATI Radeon HD 3650. ასევე მოყვება DVD დრაივი ან Blu-ray. და კიდევ 6 ელემენტიანი აკუმულატორი. დანარჩენი ნაწილების შეძენა მოგიწევთ ცალკე. ესენია: პროცესორი Intel Core 2 Duo/Core 2 Extreme, 8 გბ. მდე ოპერატიული მეხსიერება DDR2-800, 2.5 დიუმიანი 500 GB SATA ვინჩესტერი ან SSD დისკი. მწარმოებლის საიტზე არის დრაივერები როგორც Windows XP–თვის ისე Windows Vista–თვის. ოპერაციული სისტემაც შეგიძლიათ აირჩიუთ თვითონ.
 
 
 
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 829 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   როგორც იქნა გაჩნდა ქსელში Tomb Raider: Underworld–ის სადემონსტრაციო ვერსია. ამ პატარა ნაწყვეტში, გვთავაზობენ ტაილანდის სცენას, ძველ ნანაგრევებში. უნდა მოძებნოთ მითური იარაღი, რომელიც  გაძლევთ ზებუნებრივ ძალას. პაკეტი იზონის 1.18 GB–ს.
 
 
 
 
   თამაში გამოდის PC, Xbox 360 და PlayStation 3–თვის 2008 წლის 18 ნოემბერს. როგორგ მწარმოებლები ირწმუნებიან, თამაშის ახალ ვერსიაში იქნება ძალიან ბევრი ცვლილება, და იქნება სრულიად სხვა დონის თამაში. როგორც დემო ვერსიიდან ჩანს თამაში ნამდვილად გაამართლებს დაპირებებს. გამოირჩევა საინტერესო გამოცანებით, მოწინააღმდეგის სიმრავლით, მშვენიერი გრაფიკით და სხვა მრავალი. თქვენთვითონ შეგიძლიათ გადმოიწეროთ და წაითამაშოთ.
 
კატეგორია: Game სიახლეები | ნახვა: 879 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა LightScribe System Software (პროგრამა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ლაზერულ დისკებზე ხატვა დისკ დრაივის გამოყენებით) პროგრამის ახალი ვერსია რომელიც უზრუნველყოფს კორექტულ მუშაობას LightScribe ფუნქციით აღჭურვილ დრაივებთან. ახალ ვერსიაში ჩამატებულია ახლად გამოსული მოდელების მხარდაჭერა.
 
 
პროგრამის ჩამოწერე შეგიძლიათ აქედან
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 959 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   Kaspersky–ს ლაბორატორიამ გამოაქვეყნა ზიანისმომტანი პროგრამების რეიტინგი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვისთვის. ყველაზე გავრცელებული და მეტად ზიანის მომტანი პროგრამების ოცეულში შეიცვალა ლიდერი.
   სექტემბრის თვის ლიდერი, Agent.cxv გაქრა ოცეულიდან ისევე სწრაფად, როგორც გამოჩნდა. მან გადაინაცვლა სამოცდაათეულში ყველაზე მეტად გავრცელებადი, ზიანის მომტანი და პოტენციურად საშიში პროგრამების სიაში. ოქტომბრის თვეში პირველი ადგილი დაიკავა Trojan-Downloader.WMA.Wimad.n. ისინი წარმოადგენენ მულტიმედია ფაილებს, რომლებიც იყენებენ Media Player–ის "უსუსურობებს" და ტვირთავენ სისტემაში სხვა ტროიანულ ფაილებს.
 
 
   Kaspersky–ს განცხადებით, ამ ოცეულში წარმოდგენილი ყველა ზიანისმომტანი, სარეკლამო და პოტენციურად საშიში პროგრამა არის ამოცნობადი ანტივურისის მიერ. ზედიზედ მეორე თვეა რაც ტროიანული ვირუსების წილი ეცემა. ამჯერად დაეცა 70 დან 50%–მდე.
   მომხმარებელთა კომპიუტერებში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა 39 240 უნიკალური  ზიანისმომტანი, სარეკლამო და პოტენციურად საშიში პროგრამა, ასე რომ ეს რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 4 000 ერთეულით. (სექტემბერში იყო – 35 103).
   ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 833 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან, კომპანია ASUSTeK Computer–ის შესავლები ძირითადად მოდის მობილურ მოწყობილობებზე: ნოუტბუკები – საერთო შემოსავლის 47%, ნეტბუკები Eee PC – 22%, ჯიბის კომპიუტერები – 2%, ვიდეოკარტები და სისტებური დაფები, ერთად აღებული – 19%. ხოლო ყველა დანარჩენი – 10%.
   2008 წლის პირველ ნახევარში ტაივანურმა მწარმოებელმა გაყიდა 2.5 მილიონი ნოუტბუკი, მესამე კვარტალში – 1.7 მილიონი, ხოლო მიმდინარე კვარტალში ASUS–ი იმედოვნებს, რომ გაყიდის 1.9 მილიონ ნოუტბუკს. საერთო ჯამში გამოდის რომ მიმდინარე წლის გავიდვები მიაღწევს 6 მილიონს. რაც ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ასევე შესანიშნავ ზრდას განიცდის ნეტბუკების ახალგაზრდა ბიზნესი. მესამე კვარტალში გაიყიდა 1.7 მილიონი მობილური კომპიუტერი Eee PC ხოლო მეოთხე კვარტალში მოსალოდნელმა გაყიდვებმა უნდა მიაღწიოს 1.8. ამ ლოგიკით ASUS–ს შეუძლია გაყიდოს 5 მილიონი მობილური მოწყობილობა, თითქმის იგივე რამდენის ნოუტბუკი.
   ამ წარმატებების ფონზე ASUS–ს მომავალი წლისთვის კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჯონი სი–ის (Jonney Shih) პროგნოზით, 2009 წლისთვის გაყიდული ნოუტბუკების და ნეტბუკების რიცხვმა უნდა მიაღწიოს 20 მილიონს. ASUS–ი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს გაიყიდება 7.5 მილიონი ნეტბუკამდე, რითაც მოიპოვებს ამ ბაზრის 30%–ს. ასევე ჯონი სი–ს განცხადებით, მომავალი წლისთვის კომპანია აპირებს ფასების დაწევას ნეტბუკებზე და გამოუშვებს Eee PC–ს ბიუჯეტური მოდელებს, რომელიც სულ რაღაც 200$ ეღირება.
   ასევე ავღნიშნავთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს. ASUS–ის ინფორმაციით, მყარი დისკით აღჭურვილი ნეტბუკების გაყიდვის წილი შეადგენს 70%-ს, SSD მოდელების – მხოლოდ 30%-ს. ოპერაციული სისტემა WindowsXP და Linux ის ბაზახე მომუშავე ნეტბუკების თანაფარდობა შეადგენს 7:3. ასევე 10 დიუმიანი მოდელებზე მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 7, 8 და 9 დიუმიანი ნეტბუკები ნელ–ნელა დაკარგავენ ბაზარს.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 797 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)


   გასულ წელს კომპანია Thanko–მ გამოუშვა USB-კლავიატურა გაგრილების ფუნციით.

   წელს კი, იგივე კომპანიამ წარმოადგინა კლავიატურის განახლებული ვერსია, ამჯერად გაგრილებასთან ერთად დამატებულია გათბობის ფუნქციაც. ასე, რომ ამ კლავიატურაზე მუშაობისას არასდროს არ შეგცივათ ხელზე და არც დაგცხებათ. :–)

 

   ტემპერატურის კონტროლი შესაძლებელია სპეციალური გორგოლაჭის საშუალებით. მისი ზომები შეადგენს 510 x 220 x 35 მმ, იწონის 1450 გრამს და მუშობს Windows XP (SP3) და Vista (SP1)–ზე


   მოკლედ რას არ მოიფრიქებენ ეს იაპონელები :–)
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 909 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (1)