კვირა, 28/04/2024, 01:08

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » მუსიკა
 
მეტალიკა  - ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი. დაარსდა 1981 ქალაქ ლოს–ანჯელესში. ჯგუფის დამაარსებლები არიან ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხი (დრამი).
 
მეტალიკა
 
ჯფუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს გაზეთ The Recyrcler-ის საშუალებით. ჯგუფის სახელი ლარსის და მისი მეგობრის არჩეულია. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა ასეთი იყო: ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმური გიტარა, ვოკალი), ლარს ულრიხი (დრამი), რონ მაქგოვნეი (ბას გიტარა). ჩაიწერა პირველი სიმღერა ”Hit The Lights” რონის გარაჟჟში. მალე ლარსმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯგუფს სჭირდებოდა სოლო გიტარისტი და მალე ჯგუფს დაემატა დეივ მასტეინი. მაგრამ რონი და დეივი მალე წავიდნენ ჯგუფიდან და მათი ადგილი დაიკავეს კირკ ჰამეტიმ (მთავარი გიტარა) და კლიფ ბარტონიმ (ბას გიტარა).
 
ჯეიმს ჰეტფილდი
 
მეტალიკას პირველი ალბომი არის Kill'em All, რომელიც ჩაიწერა 1981 წელს. მას 1984-ში მოჰყვა Ride The Lightning და 1986-ში Master Of Puppets. ამავე წელს შვედეთის ტურნეს დროს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა კლიფი. ავტოავარიის მიზეზი ავტობუსის გაუმართაობა გახდა, შემდეგ როგორც ჯეიმსმა განაცხადა, მათ არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ნორმალური ავტობუსი დაექირავებინათ. ჯგუფმა ტურნე არ შეწყვიტა და ჯგუფს მალე დაემატა ახალი წევრი, ჯეისონ ნიუსტიდი (ბას გიტარა).
 
ლარს ულრიხი
 
1988 წელს ჩაიწერა პირველი სტუდიური ალბომი ...And Justice For All. მას მოჰყვა 1991 წელს Black Album იგივე Metallica. გადაღებულ იქნა პირველი კლიპი One 1988 წელს. 1996-ში ჩაიწერა Load. მას მოჰყვა 1997-ში Reload და 1998  წელს Garage INC, რომელიც 2 დისკადაა გამოცემული. 1999 წელს მეტალიკამ ჩაატარა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტი ბარქელეის თეატრში. 2001 წელს დატოვა ჯეისონმა ჯგუფი. მისი განცხადებით ჯგუფის წევრები მას მეტალიკას სრულფასოვან წევრად არ მიიჩნევდნენ. მალე ლარსს და ჯეიმსს შორის მოხდა დიდი განხეთქილება და ჯეიმსი წელიწადზე მეტი დროით იყო წასული ჯგუფიდან. მისი დაბრუნების შემდეგ მეტალიკამ ჩაატარა რამოდენიმე კონცერტი ბას გიტარისტის გარეშე. ამ დროს ბას გიტარაზე უკრავდა ბობ როკი.
2003 წელს ჩაიწერა ალბომი St. Anger. მალე ჯგუფში მოვიდა ბას გიტარისტი რობერტ ტრუჯილიო.
 
კირკ ჰამეტი
 
ჯგუფის ეხლანდელი შემადგენლობა:
  • ჯეიმს ჰეტფილდი – მთავარი ვოკალი და რიტმური გიტარა (1981 წლიდან დღემდე)
  • კირკ ჰამეტი –  მთავარი გიტარა (1983 წლიდან დღემდე)
  • რობერტ ტრუჯილიო - ბას გიტარა (2003 წლიდან დღემდე)
  • ლარს ულრიხი - დრამი (1981 წლიდან დღემდე)
  •  
    რობერტ ტრუჯილიო
     
    ჯგუფის ყოფილი წევრები:
  • ჯეისონ ნიუსტედი – ბას გიტარა(1986–2001)
  • კლიფ ბარტონი – ბას გიტარა(1982–1986)
  • დეივ მასტეინი – მთავარი გიტარა(1981–1983)
  • რონ მაქგოვნეი – ბას გიტარა (1981-1982)
  •  
    სტუდიური ალბომები
  • 1983 – Kill 'Em All
  • 1983 – Ride the Lightning
  • 1986 – Master of Puppets
  • 1988 – ...And Justice for All
  • 1991 – Metallica
  • 1996 – Load
  • 1997 – ReLoad
  • 2003 – St. Anger
  • 2008 – Death Magnetic
  •  
     
    კატეგორია: მუსიკა | ნახვა: 920 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)