შაბათი, 27/04/2024, 23:07

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » Soft სიახლეები
 
   ოპერაციული სისტემა Windows 7–ის გამოსვლის თარიღის შესახებ სხვადასხვა აზრი დიდი ხანია არსებობს. რამდენიმე დღის წინ Microsoft–მა განაცხადა, რომ გეგმავს ახალი ოპერაციული სისტემის გამოშვებას 2009 წლის ბოლოსთვის.
 
 
   აქამდე Microsoft–ი ირწმუნებოდა რომ ახალი ოპერაციული სისტემა არ გამოვიდოდა 2010 წლის დასაწყისამდე, ან სანამ Vista არ გახდებოდა 3 წლის მაინც.
 
 
   Microsoft–ი იძილებულია რაც შეიძლება სასწრაფოდ გამოუშვას ახალი საიმედო სისტემა, იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია უარს ამბობს Vista–ზე გადასვლაზე, ტექნიკური პრობლემებისა და ცუდი თავსებადობის გამო.
   Windows 7–ს ძირითად თავისებურებას წარმოადგენს სწორედ მისი შედარებით სწრაფი მუშაობა და მეხსიერებასთან მუშაობის ოპტიმიზირება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის სწრაფ გავრცელებას, თუნდაც ნეტბუკებში და არა მარტო. დღესდღეობით ნეტბუკებში ყველაზე მეტად გამოიყენება Windows XP და Linux.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1019 | თარიღი: 11/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   Time Boss – ესაა პროგრამა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მომხმარებელს შევუზღუდოთ კომპიუტერის მოხმარების დრო, ინტერნეტში გატარებული დრო, სხვადასხვა პროგრამების და ფაილების გამოყენების უფლება. შესაძლებელია მომხმარებელს დაუნიშნოთ დრო, რამდენი საათი შეეძლოს მას კომპიუტერთან მუშაობა დღეში ან კვირაში, შეიქმნას განრიგი, რომლის მიხედვითაც გამოიყენებს მომხმარებელი კომპიუტერს. ასევე შესაძლებელია ინტერნეტში მუშაობის შეზღუდვა.
 
 
   ასევე საინტერესოა კიდევ ერთი ფუნქცია, სადაც შესაძლებელია კონკრეტული პროგრამის გამოყენებისთვის განსაზღვრული დროის დაყენება.
   ბოლო ვერსიაში დამატებულია ფაილის დაბლოკვის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როცა დაბლოკილ ფაილს გადავარქმევთ სახელს.
 
მწარმოებელი: NiceKit
ვრცელდება: shareware 
ოპერაციული სისტემა: Windows All
ფაილის ზომა: 1,9 მბ
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1028 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა პროგრამის Almeza MultiSet–ის განახლება. პროგრამა გამოიყენება Windows–ის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატურად დაყენებისთვის. პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია შესრულდეს პროგრამების დაყენება მრავალ კომპიუტერზე. პროგრამა ავტომატური დაყენებისთვის ქმნის დისკს, რომელის შეიცავს კველა პროგრამას, დრაივერს, უტილიტებს და ა.შ. დისკის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის კომპიუტერზე დაყენდეს ეს პროგრამები.
 
 
   ბოლო ვერსიაში გამოჩნდა ენის ავტომატური დაყენების შესაძლებლობა, გასწორებულია 'amstart' ბრძანებათან და %cdrom% და %computername% შაბლონებთან მუშობა.
 
მწარმოებელი: Almeza Company
ვრცელდება: shareware
ოპეარციული სისტემა: Windows Vista/XP/2003/2000
ფაილის ზომა: 5,4 მბ.
 
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1138 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   განახლდა პროგრამა MediaMonkey 3.0.6, რომელიც გამოიყენება მუსიკალური ფაილების მართვისათვის. მას შეუძლია თავის კატალოგში იმუშაოს CD, MP3, WMA, და OGG ტიპის ფაილებთან. ამირ გარდა პროგრამას შეუძლია ჩაწეროს დისკებზე, გადაიყვანოს ერთი ფორმატის ფაილი მეორეში და ასევე შეუძლია კომპოზიციების მიქშირება. ის ინტეგრირდება პროგრამებთან Nero Burning Rom და Winamp. მასში ასევე ჩადგმულია პლეერი, რომელიც მხარს უჭერს Winamp–ის პლაგინებს.
 
 
   ბოლო ვერსიაში ჩამატებულია Apple iPhone 3G და iPod Touch v2–თან სინქრონიზაცია.
 
მწარმოებელი: JHSoftware
ფასი: უფასო
ოპერაციული სისტემა: Windows All
ფაილია ზომა: 7 მბ
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1024 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპანია IBM–მა გამოუშვა უფასო საოფისე პაკეტის, Lotus Symphony ახალი ვერსია. Lotus Symphony–ში შედიან პროგრამები Symphony Documents, Symphony Presentations და Symphony Spreadsheet. პროგრამა მუშაობს ოპერაციულ სისტემებზე: Windows (XP, Vista), Linux (Suse Enterprise, Red Hat, Ubuntu) და Mac OS X. Symphony–ს შეუძლია სხვადასხვა ფორმატებთან მუშაობა და მათ შორის MS Office ის ფორმატებთან. სტანდარტულად პროგრამა მუშაობს ODF ფორმატის ფაილთან. ასევე შესაძლებელია PDF ფორმატში ფაილების შენახვა.
 
 
   ახალ ვერსიაში დაჩქარებულია .ods და .xls ფაილების ჩატვირთვა, .ods ფაილების შენახვა, გაუმჯობესებულია BIDI–ს მხარდაჭერა ელექტრონულ ცხრილების რედაქტორში, შესაძლებელი გახდა ლინკების შექმნა ლოკალურ ფაილებთან, პრეზენტაციებთან სამუშო პროგრამაში შევლილია ახალი დოკუმენტის შექმნის ფანჯრის ინტერფეისი.
   პროგრამა Symphony არის უფასო და მისი ჩამოწერა შეგიძლიათ აქედან.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1118 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა უფასო მესინჯერის Miranda IM–ს ახალი, 0.7.12 ვერსია. პროგრამას გააჩნია ძალიან მოკრძალებული ინტერფეისი და მინიმალური შესძლებლობები. მისი ძირითადი დანიშნულება არის შეტყობინებების გაგზავნა და მიღება, მაგრამ შეიძლება პროგრამის შესაძლებლობების გაზრდა მრავალი დამატებითი მოდულით.
 
 
   ბოლო ვერსიაში მომატებულია სტაბილურობა MSN და ICQ პროტოკოლებთან მუშაობისას.
 
მწარმოებელი: Miranda IM.
ფასი: უფასო
ოპერაციული სისტემა: Windows NT, 2000, XP, Vista
ზომა: 1.5 მბ
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1047 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Windows Live მხარს დაუჭერს ერთიან ავტორიზაციის სისტემას (OpenID), იგივე სისტემის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა ინტერნეტ გიგანტმა – Google–მაც. Google–ში განაცხადეს, რომ აპირებენ OpenID 2.0 პროტოკოლზე დაფუძნებული API–ს ტესტირებას, რაც Google–ს ექაუნთის მქონე მომხმარებლებს საშუალებას მიცემს გამოიყენონ ეს მონაცემები სხვა რესურსებზე ავტორიზაციისას.
 
 
   რამდენიმე ხნის წინ, OpenID–ს მხარდაჭერაზე განაცხადეს კომპანიაებმა Yahoo, Myspace და AOL.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1063 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპანია Net Applications–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მომხმარებელების მიერ სხვადასხვა ბრაუზერების გამოყენების შესახებ. ამ ინფორმაციის მიხედვით, Firefox–ის საშუალო წილმა ბრაუზერების ბაზარზე შეადგინა 19.97%. სექტემბრის თვესთან შედარებით ბრაუზერის წილი გაიზარდა ნახევარი პროცენტით. Internet Explorer კი განაგრძობს პოზიციების დათმობას – ბოლო თვეში ბრაუზერის წილი დაეცა 71.52% დან 71.27%–მდე. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, Internet Explorer–მა დაკარგა 4%, ხოლო Firefox–ის წილი გაიზარდა 3%–ით.
 
 
   ბოლო თვეში ასევე გაიზარდა Opera–ს მომხმარებელთა რიცხვი – 0.69% დან 0.75%–მდე. ასევე Safari, Google Chrome და Netscape–ს წილი შემცირდა
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1080 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპანია Adobe Systems–მა გამოუშვა განახლებები თავისი პროგრამებისთვის –Adobe Acrobat Professional, Acrobat Standard, Acrobat 3D და Adobe Reader 8.1.3. ამ განახლებებით აღმოფხვრილია ამ პროგრამების სისუსტე, რომლის გამოც შესაძლებელი იყო დაცილებულად გაშვებულიყო რაიმე ზიანოსმომტანი კოდი. ასევე, განახლება ზრდის პროგრამების სტაბილურად მუშაობას და ასწორებს შეცდომებს, PDF ფორმატთან დაკავშირებით. განახლება ეხება მხოლოდ მერვე ვერსიას.
 
 
   განახლებების ჩამოწერა შესაძლებელია აქედან. განახლებება შეიძლება დაყენდეს 8.1.2 და 8.1.2 Security Update 1 ვერსიებზე.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1087 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   დაცვის სისტემა ოპტიკური დისკებისთვის, HD DVD და Blu-ray სახელწოდებით AACS (Advanced Access Content System) შემუშავებულია AES-128 ბიტიანი ალგორითმის საფუძველზე და ითვლებოდა CSS სისტემაზე (გამოიყენება DVD დისკებში) უფრო საიმედოდ. 2006 წელს იგი გატეხა ხაკერმა სახელად Muslix64. ამის შემდეგ Blu-ray Disc Association–ი მთელი ძალებით მუშაობდა ახალი დაცვის სისტემის შექმნაზე.
   2007 წლის შუა თვეებში კომპანია Cryptography Research–მა შექმნა ტექნოლოგია სახელწოდებით BD+, რომელიც წარმოადგენს ვირტუალურ მანქანას, ჩადგმულს დისკწამკითხავში და არის დაცვის სისტემის მართვის, (Blu-ray Disc Digital Rights Management) შემადგენელი ნაწილი. ეს აძლევს საშუალებას ვიდეო პროდუქტის მწარმოებლებს, ჩასვან შესრულებადი კოდი პირდაპირ Blu-ray დისკში, რაც მათ დამატებით შესაძლებლობებს აძლევთ. ეს ტექნოლოგია ითვლებოდა ძალიან საიმედოდ, და სწორედ BD+ მა დიდი ზეგავლენა მოახდინა კინოსტუდიებზე რომ აერჩიათ Blu-ray ფორმატი.
   მაგრამ, სულ მალე, 2007 წლის შემოდგომას, კომპანია AnyDVD–მ, რომელიც უშვებს პროგრამებს AnyDVD, AnyDVD HD, CloneCD, CloneDVD, Virtual CloneDrive, განაცხადა, რომ მათ ნაწილობრივ გატეხეს BD+ დაცვა. ამის შემდგომ, 2008 წლის მარტში გამოვიდა ახალი ვერსის AnyDVD HD 6.4.0.0, რომელსაც შეუძლია BD+ ის გატეხვა იმ დროისთვის ბაზარზე არსებულ ყველა დისკზე. ვიდეომწარმოებლებმა დაიწყეს დაცვის სისტემის ახალი ვერსიების ჩამატება დისკებში, მაგრამ SlySoft სულ სულ მოკლე დროში უშვებდა შესაბამის განახლებას თავისი პროგრამისთვის.
   რამდენიმე დღის წინ SlySoft–მა გამოუშვა ახალი ვერსია AnyDVD HD 6.4.7.9, რომელშიც ჩამატებულია BD+ დღევანდელი ვერსიის გატეხვის შესაძლებლობა, დამატებულია რეგიონალური დაცვის პუნქტის ამოშლა. ყველაზე მთავარი დამატება ახალ ვერსიაში არის BD-Live–ის გამორთვის შესაძლებლობა. (BD-Live წარმოადგენს ინტერნეტიდან ავტომატურად, დამატებითი ინფორმაციის ჩამოწერის ფუნქციას, დისკზე არსებული ვიდეოს, აუდიოს ან სხვა, შესახებ)
   მწარმოებლის სიტყვებით, თითქმის ყველა დისკწამკითხავ მოწყობილობას გათიშული აქვს BD-Live–ის გამორთვის შესაძლებლობა. რაც მომხმარებლისთვის არასასიამოვნო მომენტებს ქმნის. დისკის ჩართვისას, იმის გამო, რომ მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს, ხდება დაყოვნება დისკის წაკითხვისას, ასევე SlySoft აცხადებს, რომ BD-Live აძლევთ საშუალებას კინომწარმოებლებს მოიპოვონ მომხმარებლებზე ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა: რა ფილმებს უყურებენ ისინი, რა სიხშირით და ა.შ.
   კომპანია SlySoft დარეგისტრირებულია ანტიგუა და ბარბუდას სახელმწიფოში. ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ.
   პროგრამა AnyDVD HD 6.4.7.9 იყიდება 79 ევროდ, ხოლო ვერსია, რომელიც მუშაობს მხოლოდ ტრადიციულ DVD დისკებთამ ღირს 49 ევრო.
   საქართველოში კი მარტივია ამ პროგრამის გატეხილი ვერსიის ან გამტეხის პოვნა :–)
 
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 912 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

1 2 »