პარასკევი, 10/05/2024, 08:28

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » Soft სიახლეები
 
   გამოვიდა LightScribe System Software (პროგრამა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ლაზერულ დისკებზე ხატვა დისკ დრაივის გამოყენებით) პროგრამის ახალი ვერსია რომელიც უზრუნველყოფს კორექტულ მუშაობას LightScribe ფუნქციით აღჭურვილ დრაივებთან. ახალ ვერსიაში ჩამატებულია ახლად გამოსული მოდელების მხარდაჭერა.
 
 
პროგრამის ჩამოწერე შეგიძლიათ აქედან
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 958 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   Kaspersky–ს ლაბორატორიამ გამოაქვეყნა ზიანისმომტანი პროგრამების რეიტინგი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვისთვის. ყველაზე გავრცელებული და მეტად ზიანის მომტანი პროგრამების ოცეულში შეიცვალა ლიდერი.
   სექტემბრის თვის ლიდერი, Agent.cxv გაქრა ოცეულიდან ისევე სწრაფად, როგორც გამოჩნდა. მან გადაინაცვლა სამოცდაათეულში ყველაზე მეტად გავრცელებადი, ზიანის მომტანი და პოტენციურად საშიში პროგრამების სიაში. ოქტომბრის თვეში პირველი ადგილი დაიკავა Trojan-Downloader.WMA.Wimad.n. ისინი წარმოადგენენ მულტიმედია ფაილებს, რომლებიც იყენებენ Media Player–ის "უსუსურობებს" და ტვირთავენ სისტემაში სხვა ტროიანულ ფაილებს.
 
 
   Kaspersky–ს განცხადებით, ამ ოცეულში წარმოდგენილი ყველა ზიანისმომტანი, სარეკლამო და პოტენციურად საშიში პროგრამა არის ამოცნობადი ანტივურისის მიერ. ზედიზედ მეორე თვეა რაც ტროიანული ვირუსების წილი ეცემა. ამჯერად დაეცა 70 დან 50%–მდე.
   მომხმარებელთა კომპიუტერებში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა 39 240 უნიკალური  ზიანისმომტანი, სარეკლამო და პოტენციურად საშიში პროგრამა, ასე რომ ეს რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 4 000 ერთეულით. (სექტემბერში იყო – 35 103).
   ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 832 | თარიღი: 04/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   მსოფლიოში ერთერთმა უძლიერესმა საძიებო სისტემის მფლობელმა კომპანია Google–მ განაცხადა რომ მათ, დაამუშავეს სკანირებული დოკუმენტის ინდექსაციის ტექნოლოგია საძიებო სისტემისთვის.
 
 
   კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებით, ტექსტის განსაზღვრისთვის გამოიყენება სპეციალური ოპტიკური ამომცნობი (Optical Character Recognition), რომელსაც შეუძლია სიტყვების გამოსახულება გადააკონვერტიროს ტექსტურ ფაილად.
   დღევანდელი დღისთვის Google–ს საძიებო სისტემას შეუძლია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებში ამოიცნოს ტექსტი.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 843 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   ყველასათვის კარგად ცნობილ რუსულ საიტზე www.odnoklassniki.ru რეგისტრაცია ფასიანი გახდა. თვითონ რეგისტრაციის პროცესი უფასოა, მაგრამ უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებელს ატყობინებენ, რომ თუ მას სურს გამოიყენოს საიტის ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა, შეტყობინების გაგზავნა, სურათების ატვირთვა და მათი შეფასება, ფორუმზე შეტყობინების დატოვება, სხვა მომხმარებლების გვერდების დათვალიერება, აუცილებელია გააქტიუროს თავისი ანგარიში.
 
 
   აქტივაცია ხდება SMS შეტყობინების გაგზავნით. მისი ღირებულება სხვადასხვაა და არის დაახლოებით ერთ დოლარზე მეტი. თანხის ოდენობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და იმ მობილურ ოპერატორზე რომელზეც იგზავნება შეტყობინება. ქვეყნების ჩამონათვალში არის ყველა ის ქვეყანა სადაც რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის რაოდენობა შედარებით დიდია.
   საიტის ადმინისტრაცია ახალ მომხმარებელებს არწმუნებს, რომ SMS–აქტივაცია აუცილებელია საიტზე წესრიგისთვის და ავტომატური დაგზავნისაგან (სპამი) თავდასაცავად.
  საიტზე ადრეც იყო რამდენიმე ფასიანი სერვისი დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. მაგალითად რეჟიმი "უჩინარი", რომლის დროსაც სხვისი პროფილის ნახვისას არ ფიქსირდება მომხმარებელი "სტუმრების" სიაში.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 831 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 5.0/1 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა უფასო ბრაუზერის Avant Browser ახალი ვერსია. მას გააჩნია მრავალი დამატებითი შესაძლებლობა, როგორიცაა: pop-up ფანჯრების მბლოკავი, Flash ფაილების მბლოკავი ვებ გვერძე, პოპულარული საძიებო სისტემებით ძებნა, სიახლეების მოდული – RSS/ATOM, ინტერნეტში მუშაობისას დარჩენილი კვალის წმენდის ფუნქცია.
  
 
   ბრაუზერს გააჩნია ძალიან მოსახერხებალი ფუნქციები ვებ გვერდებთან მუშაობისას: ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელია ჩატვირთვის გაჩერება ყველა გვერძე, გვერდების განახლება, მათი დახურვა და ხელახლა დალაგება. პროგრამას გააჩნია თვითაღდგენის სისტემა. თუ ბრაუზერი მოულოდნელად გაითიშა რაიმე შეცდომი გამო, მომდევნო ჩართვისას ავტომატურად გაიხსნება ყველა გვერდი.
   ბოლო ვერსიაში შესწორებულია რამდენიმე პროგრამული შეცდომა დაკავშირებული, ცხელ კლავიშებთან, ინსტრუმენტების პანელთან, ზოგიერთ სკინთან, დროებითი ფაილების გაწმენდასთან.
 
მწარმოებელი:  Avant Force
ოპ. სისტემა: Windows All
ფაილის ზომა: 2 MB
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 919 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

« 1 2