კვირა, 28/04/2024, 08:12

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » Hard სიახლეები
 
   კომპანია Transcend Information–მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ, 2.5" SSD-დისკს. იგი იმუშავებს SATA2 ინტერფეისზე და იქნება 128 GB მოცულობის.
 
 
   ნაწარმი დამზადებულია მრავალდონიანი, (Multi-Level Cell, MLC) NAND ტიპის ფლეშ მეხსიერების ჩიპებით და იყენებს ECC (Error Correcting Code) მექანიზმს, გადაცემული ინფორმაციის მონიტორინგის და შეცდომების გასწორების მიზნით. სხვა, დამატებითი ინფორმაცია ამ სიახლეზე არის შემდეგი:
 
  • წაკითხვის სიჩქარე: 145 მბ/წ;
  • ჩაწერის სიჩქარე: 92 მბ/წ;
  • დარტყმისადმი მდგრადობა: 1500 G (0.8 მწამი);
  • მუშაობისათვის გათვლილი დრო (MTBF): 1 მლნ საათი;
  • ხმაური: 0 დბ;
  • სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი: 0 დან +70 გრადუსამდე;
  • ზომები: 100 x 69,85 x 9,5 მმ.
  •  
       ფასზე და გამოშვების თარიღზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 916 | თარიღი: 07/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
       მათთვის, ვინც ხშირად იყენებს მეხსიერების ბარათებს, კომპანია Transcend Information–მა შექმნა ზომებით ძალიან კომპაქტური, ბარათების წამკითხავი მოწყობილობა, რომელიც გვაგონებს USB ფლეშს და მისი სახელწოდებაა P6.
     
     
       ახალი მოწყობილობა თავსებადია ფორმატებთან: Memory Stick, Memory Stick PRO, Memory Stick Duo, Memory Stick PRO Duo, Memory Stick PRO-HG Duo, Memory Stick Micro (M2), microSD და microSDHC.
       სამწუხაროდ მწარმოებელს ჯერ არ დაუზუსტებია ინფორმაცია, თუ როდის, სად და რა ფასად შეიძლება ამ მოწყობილობის შეძენა.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 947 | თარიღი: 07/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
       ცნობილია, რომ ახალი ოპერაციული სისტემა Windows 7–ს ექნება სენსორულ ეკრანებთან მუშაობის მხარდაჭერა რაც, მისცემთ მრავალ მწარმოებელს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით. როგორც გაირკვა, არამარტო ეს აპარატურული გადაწყვეტილება იქნება ინტეგრირებული Microsoft–ის ახალ პროდუქტში.
      
     
       Windows Hardware Engineering Conference კონფერენციაზე, სპეციალისტები მოყვებიან, თუ როგორ იმუშავებს Windows 7–მა SSD–დისკებთან. Windows 7–ს შეეძლება ამოიცნოს SSD–დისკები, ახალ დამგროვებლებზე იქნება ოპტიმიზირებული ფაილური სისტემა, სხვადასხვა ATA ბრძანებებს შეეძლებათ ნიშვნელოვნად გაზარდნონ ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე. ასევე იგეგმება ახალი სტანდარტის – SATA-2 მხარდაჭერა.
       ამავე კონფერენციაზე გადაწყდება ნეტბუკებში ფლეშ მეხსიერების გამოყენების საკითხი Windows 7–თვის. სპეციალისტები ახსნიან თუ რა პრინციპით უნდა გამოანგარიშდეს მობილური მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა. ასევე შემოთავაზებულ იქნება სპეციალური სახელმძღვანელო მსგავს მოწყობილობების დეტალური დამუშავებისთვის, Windows 7–ზე სამუშაოდ.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 1253 | თარიღი: 07/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
       მობილური ტელეფონები და პლეერები ვიდეოს ჩვენების ფუნქვიით დიდიხანია არსებობს, მაგრამ აქ გვხვდება ერთი შეზღუდვა: ეკრანის მცირე ზომა. ბოლო დროს ინჟინრები მუშაობენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. მუშაობა მიმდინარეობს ძირითადად ორი მიმართულებით: პირველი – რამდენიმე კომპანია ცდილობს შექმნას მინიატურული პროექტორი, რომელიც შეიძლება თუნდაც ჩამონტაჟდეს ტელეფონში, სხვა კომპანიები კი ცდილობენ თვალთან მიაახლოვონ ეკრანი, რაც უზრუნველყოფს შედარებით დიდი ზომის გამოსახულებას.
     
     
       მეორე მიმართულებით წავიდა კომპანია Myvu და წარმოადგინა საბოლოოდ ვიდეოსათვალეები iPhone, iPod და რამოდენიმე ვიდეოპლეერისათვის. სათვალეებში ჩადგმული ბატარია საკმარისია 4 საათის განმავლობაში ხმის და ვიდეო გამოსახულების სანახავად, 640x480 (VGA) გაფართოებით. Movu Crystal–ის ფასი არის 299,95$. ვიდეოსათვალეების შეკვეთა შესაძლებელია მწარმოებლის საიტიდან.
     
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 872 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 5.0/1 | სულ კომენტარები (0)

     
       გეიმერებს და კომპიუტერის ენთუზიასტებს შორის კარგად ნაცნობმა კომპანიამ Alienware (Dell–ის საკუთრება) წარმოადგინა ახალი ზესწრაფი ნოუტბუკი Alienware M17. სიახლე აღჭურვილია ორ ან სამ ბირთვიანი ინტელის პროცესორით და არის კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ნოუტბუკი, რომელიც აღჭურვილია ორი ვიდეოკარტით ATI Mobility Radeon HD 3870 და მხარს უჭერს ტექნოლოგიას ATI CrossFireX.
     
     
       მინიმალური კონფიგურაციით იგი ღირს 1400$. ეს კონფიგურაციაა: პროცესორი – Intel Core 2 Duo P8400 (2.26 ГГц), ვიდეოკარტები – ATI Mobility Radeon HD 3870, 17" დისპლეი 1440х900 გაფართოებით, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 160 გიგაბაიტიანი ვინჩესტერი (7200 ბრუნი წუთში), DVD ჩამწერი, ქსელური ადაპტერი –  Wi-Fi b/g და ოპერაციული სისტემა – Windows Vista Home Premium SP1.
       ყველაზე ძლიერი მოდელი არის შემდეგი კონფიგურაციის: პროცესორი – 4 ბირთვიანი Core 2 Extreme QX9300, ვიდეოკარტები – Radeon HD 3870, 17" დისპლეი 1920х1200 გაფართოებით, კლავიატურა განათებით, ტვ. ტუნერი, 4 გიგაბაიტიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი (2х500 GB), Blu-ray წამკითხავი, ქსელური ადაპტერი Wi-Fi Draft-N და ოპერაციული სისტემა Vista Ultimate 64bit SP1. ეს ყველაფერი ერთად ღირს $4420.
       კონფიგურაციის შერჩევა საკუთარი გემოვნებით შეგიძლიათ აქ.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 1344 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
      კომპანიებმა "NVIDIA" და "VIA Technologies" გადაწყვიტეს "გაეყინათ" ერთობლივი სამუშაოები Netboock-ებისა და მობილური მოწყობილობების დამუშავების, რის შესახებაც იუწყება ტაივანური რესურსი The Digitimes. გაცნობებთ, რომ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა ერთი პლატფორმის ქვეშ VIA C7 და  VIA Nano IGP-ჩიფსეტებით  NVIDIA MCP79 გაერთიენებას, ხელმოწერილ იქნა მიმდინარე წლის აპრილის თვეში.
       მიუხედავად ამისა, "NVIDIA" და "VIA Technologies" მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.  CES 2009 იანვარის გამოფენაზე ისინი წარმოადგენენ ერთობლივად გამოგონებულ PC.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 887 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
       კოპმანია Seagate Technology–მ გააკეთა 2.5 დიუმიანი მყარის დისკის Savvio 15K.2 ანონსი. იგი დაფუძნებულია Unified Storage Architecture–ს ბაზაზე, მიეკუთვნება კორპორატიულ კლასს და არის ყველაზე სწრაფი თავის კლასის მოწყობილობებთან შედარებით.
      
     
       როგორც მწარმოებელი აცხადებს, ახალი ვინესტერი იქნება აღჭურვილი SAS (Serial Attached SCSI) ინტერფეისით, ბრუნვის სიჩქარე იქნება 15000 ბრუნი წუთში და იქნება 43 დან 146 GB ზომის. მწარმოებელი ასევე იტყობინება, რომ საფირმო ტექნოლოგიის (PowerTrim Technology)–ს გამოყენებით, მოწყობილობა გამოიყენებს 70%–ით ნაკლებ ენერგიას ვიდრე ბაზარზე არსებული 3,5–დიუმიანი ვინჩესტერები, იგივე ბრუნვის სისწრაფით. ვინჩესტერს შესაძლებლობა ექნება, აპარატურულ დონეზე მოახდინოს ჩაწერილი ინფორმაციის დაშიფვრა AES ალგორითმის გამოყენებით.
       მასიური წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მოდელები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან მონაცემთან დაშიფვრის ფუნქციით გამოვა 2009 წლის პირველ კვარტალში.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 926 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
       მყარ დისკებთან ე.წ. "ვინჩესტერები", შედარებით SSD–დისკები გამოირჩევიან ნაკლები ენერგომოხმარებით და  ნაკლები სითბოსგამოყობით. რაც კორპორატიულ კლიენტებს საშუალებას აძლევთ შეამცირონ მუდმივი საექსპულატაციო და გაგრილების ხარჯები.
      
     კომპანია Samsung Electronics–მა გამოუშვა დისკები Enterprise SSD, სპეციალურად სერვერულლი კომპიუტერებისთვის. სიახლე პროექტირებულია NAND მიკროსქემის ბაზაზე, ხასიათდება ორჯერ მეტი ჩაწერა/წაკითხვის სისწრაფით, SLC ჩიპზე დამზადებულ სამსუნგის სტანდარტულ SSD–დისკებთან შედარებით. თანმიმდევრობითი წაკითხვის სისწრაფე შეადგენს 100 მბ/წამში, ხოლო ჩაწერის – 80 მბ/წამში. შეტანა/გამოტანის ოპერაციის მწარმოებლურობა (IOPS) ერთ ვატზე გაანგარიშებით, 100–ჯერ მეტია, 15000 ბრუნიან, 2,5” SAS ვინჩესტერებთან შედარებით.
     
     
     
       Enterprise SSD აღჭურვილია SATA II ინტერფეისით, გამოვა 1,8” და 2,5” ზომის და 25 და 50 GB მოცულობის. საორენტიაციო ფასი 50 GB მოცულობის იქნება 600$.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 882 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

     
       ხმაურიანი ისტორია Sony Energy Devices მიერ წარმოებულ ბრაკ  აკუმულატორებთან დაკავშირებით გრძელდება. საბედნიეროდ, ამჯამად შედარებით მცირე მასშტაბით. დაახლოებით ორი წლის წინ კომპანია Sony იძულებული იყო გამოეცვალა 9 მილიონამდე პოტენციურად საშიში ბატარიები, ისეთი მსხვილი მწარმოებლების ნოუტბუკებიდან, როგორებიც არიან: Apple, Dell, Fujitsu, Hitachi, HP, Lenovo, Sharp, Toshiba. მჟამად საუბარი მიდის დაახლოებით 100 ათას აკუმულიატორის გამოცვლაზე. საიდანაც, 35 ათასი გაყიდულია ამერიკის ტერიტორიაზე, დანარჩენი 65 ათასი სხვა ქვეყნებში. ყველა ამ ბატარიას აქვს ტექნოლოგიური ნაკლი, რომლის გამოც შეიძლება ძალიან გაცხელდნენ ან აფეთქდნენ  კიდეც.
       ბრაკი ბატარიების გამოცვლის აქცია წამოწყებულია "კლიენტთა პროდუქტის უსაფრთხოების" კომისიის Consumer Product Safety Commission (CPSC)  და კომპანიების HP, Toshiba, Dell ის მიერ, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი საყვედურების გამო. დღევანდელი დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია, Sony– მიერ 2,15 ამპ./საათიანი, 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის ივნისის თვის ჩათვლით წარმოებული ბატარიების მწყობრიდან გამოსვლის და დაწვის 19 შემთხვევასაიდანაც 17 შემთხვევაში, მოხდა ბატარიის აფეთქება. ასევე 2 შემთხვევაში მომხმარებელმა მიიღეს მცირე დამწვრობა.

     

     

       არსებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაზარალდა კომპანია HP. 35 ათასი ნოუტბუკიდან, რომელთა ბატარიები გამოსაცვლელია, 32 ათასი არის აღნიშნული კომპანიისეს ეხებათ შემდეგ მოდელებს: HP Pavilion dv1000, dv8000 და zd8000. ასევე მოდელები: Compaq Presario v2000, v2400 и HP Compaq nc6110, nc6120, nc6140, nc6220, nc6230, nx4800, nx4820, nx6110, nx6120, nx9600, რომლებიც იყიდებოდნენ 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ივნისის ჩათვლით. ასეთი პროდუქტის ამოცნობა შეიძლება მით ბატარიაზე არსებული შტრიხ-კოდით. მათ ნომრები იწყება A0, L0, L1 ან GC.

       კომპანია Toshiba– ამერიკის ბაზარზე გაყიდა, ბრაკი ბატარიებითმხოლოდ 3 ათასი ნოუტბუკი. "საშიშროება" ემუქრებათ ასევე Satellite A70, A75, P30, P35, M30X, M35X, M50 და M55 მოდელების მომხმარებლებს, რომელთაც აღნიშნული ნოუტბუკები შეიძინეს 2005 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით. იგივე შეიძლება ითქვას Toshiba Tecra A3, A5 და S2 მოდელებზეც. ყველაზე ნაკლებად ბრაკი ბატარიებით დაზარალდა კომპანია Dell. მათ "შავ სიაში" მოხვდა მხოლოდ 150 ნოუტბუკი და ეს მოდელებია: Latitude 110L, Inspiron 1100, 1150, 5100, 5150 და 5160, რომელთაც უდგათ ბატარია OU091. ესენი იყიდებოდნენ 2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის ნოემბრის ჩათვლით.

      

     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 874 | თარიღი: 06/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

      
       კომპანია ASUSTeK Computer –მა 6 ახალი Notebook–ის ანონსი. Notebook–ები არის ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.
       წარმოდგენილია შემდენი მოდელები: ASUS F5SR-AP007C – დამწყებთათვის, ASUS X51L-AP184C – საოფისე კონფიგურაციით, ASUS M50VN-AK048C, ASUS M70VN-7S066C, ASUS M70VN-7S067C და ASUS M70VN-7T068C – მულტიმედიური გართობის მოყვარულთათვის. თითოეული მოდელის კონფიგურაცია მოცემულია ქვემოთ.

     

       ASUS F5SR-AP007C – ტექნიკური მახასიათებლები:
    • ოპერაციული სისტემა Microsoft Windows Vista Home Premium;
    • პროცესორი Intel Pentium Dual-Core T3200 ტაქტური სიხშირით 2,0 Ghz;
    • 15,4-დიუმიანი TFT-დისპლეი Color Shine, WXGA გაფართოებით;
    • გრაფიკული ადაპტერი ATI Mobility Radeon HD 3470, 512 MB;
    • ოპერატიული მეხსიერება DDR2-800, 3072 MB;
    • მყარი დისკი SATA, 320 GB, ბრუნვის სიჩქარე 5400 ბრუნი წუთში;
    • ოპტიკური დრაივი 8x DVD SuperMulti ორფენიანი დისკებთან მუშაობის მხარდაჭერით;
    • უკაბეკო ქსელის ადაპტერი Wi-Fi 802.11b/g/n;
    • 56K-მოდემი;
    • ქსელის კარტა Gigabit Ethernet LAN;
    • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა;
    • USB 2.0, 4 ცალი პორტი.

       ASUS X51L-AP184C – ტექნიკური მახასიათებლები:

    • ოპერაციული სისტემა Microsoft Windows Vista Home Premium;
    • პროცესორი Intel Pentium Dual-Core T3200 ტაქტური სიხშირით 2,0 Ghz;
    • 15,4 - დიუმიანი TFT-დისპლაი Color Shine, WXGA გაფართოებით;
    • ჩიპსეტი Intel GL960 Express ინტეგრირებული გრაფიკით Intel GMA X3100;
    • ოპერატიული მეხსიერება DDR2-667, 3072 MB;
    • მყარის დისკი SATA, 320 GB, ბრუნვის სიჩქარე 5400 ბრუნი წუთში;
    • ოპტიკური დრაივი 8x DVD SuperMulti ორფენიანი დისკებთან მუსაობის მხარდაჭერით;
    • უკაბეკო ქსელის ადაპტერი Wi-Fi 802.11b/g/n;
    • 56K-მოდემი;
    • ქსელის კარტა Ethernet LAN;
    • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა;
    • USB 2.0, 4 ცალი პორტი და PCMCIA სლოტი.

     
       ASUS M50VN-AK048C – ტექნიკური მახასიათებლები:
    • ოპერაციული სისტემა Microsoft Windows Vista Home Premium;
    • პროცესორი Intel Core 2 Duo T9400 ტაქტური სიხშირით 2,53 Ghz;
    • 15,4-დიუმიანი TFT-დისპლეი, WSXGA გაფართოებით + ეკრანის ავტომატური კონტრასტის მართვა, რომელიც იცვლება ოთახში არსებულ სინათლესთან შესაბამისად;
    • ჩიპსეტი Intel PM45 Express;
    • გრაფიკული ადაპტერი NVIDIA GeForce 9650M GT, 1024 MB ვიდეომეხსიერებით;
    • ოპერატიული მეხსიერება DDR2-800, 4096 MB;
    • 2048 Мб Intel Turbo Memory;
    • მყარი დისკი SATA 320 Гб, ბრუნვის სიჩქარე 5400 ბრუნი წუთში;
    • ოპტიკური დრაივი Blu-ray Combo Drive, DVD-დისკების ჩაწერის ფუნქციით;
    • უკაბელო ქსელის ადაპტერი Intel Wireless Wi-Fi Link 5100 AGN;
    • Bluetooth 2.1;
    • ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი, თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქციით;
    • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა;
    • აკუსტიკური სისტემა Altec Lansing;
    • HDMI პორტი.
     
       ASUS M70VN-7S066C – ტექნიკური მახასიათებლები:
    • ოპერაციული სისტემა Microsoft Windows Vista Home Premium;
    • პროცესორი Intel Core 2 Duo P7350 ტაქტური სიხშირით 2,0 Ghz;
    • 17-დიუმიანი TFT-დისპლეი WXGA გაფართოებოთ + ეკრანის ავტომატური კონტრასტის მართვა, რომელიც იცვლება ოთახში არსებულ სინათლესთან შესაბამისად;
    • ჩიპსეტი Intel PM45 Express;
    • გრაფიკული ადაპტერი NVIDIA GeForce 9650M GT, 1024 MB ვიდეომეხსიერებით;
    • ოპერატიული მეხსიერება DDR2-800, 4096 МB;
    • მყარი დისკი SATA, 320 GB, ბრუნვის სიჩქარე 5400 ბრუნი წუთში;
    • ოპტიკური დრაივი 8x DVD SuperMulti ორფენიანი დისკებთან მუსაობის მხარდაჭერით;
    • უკაბელო ქსელის ადაპტერი Intel Wireless Wi-Fi Link 5100 AGN;
    • Bluetooth 2.1;
    • ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი, თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქციით;
    • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა;
    • აკუსტიკური სისტემა Altec Lansing;
    HDMI პორტი.
     
       ASUS M70VN-7S067C – ტექნიკური მახასიათებლები:
    • ოპერაციული სისტემა Microsoft Windows Vista Home Premium;
    • პროცესორი Intel Core 2 Duo P8600 ტაქტური სიხშირით 2,40 Ghz;
    • 17-იუმიანი TFT-დისპლეი, WXGA + ეკრანის ავტომატური კონტრასტის მართვა, რომელიც იცვლება ოთახში არსებულ სინათლესთან შესაბამისად;
    • ჩიპსეტი Intel PM45 Express;
    • გრაფიკული ადაპტერი NVIDIA GeForce 9650M GT, 1024 МB ვიდეომეხსიერებით;
    • ოპერატიული მეხსიერება DDR2-800, 4096 МB;
    • ორი მყარი დისკი SATA საერთო მოცულობით 500 GB, ბრუნვის სიჩქარე 5400 ბრუნი წუთში;
    • ოპტიკური დრაივი 8x DVD SuperMulti ორფენიანი დისკებთან მუსაობის მხარდაჭერით;
    • უკაბელო ქსელის ადაპტერი Intel Wireless Wi-Fi Link 5100 AGN;
    • Bluetooth 2.1;
    • ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი, თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქციით;
    • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა;
    • აკუსტიკური სისტემა Altec Lansing;
    • HDMI პორტი.
     
       ASUS M70VN-7T068C – ტექნიკური მახასიათებლები:
    • ოპერაციული სისტემა Microsoft Windows Vista Home Premium;
    • პროცესორი Intel Core 2 Duo T9400 ტაქტური სიხშირით 2,53 Ghz;
    • 17-დიუმიანი TFT-დისპლეი WUXGA გაფართოებით + ეკრანის ავტომატური კონტრასტის მართვა, რომელიც იცვლება ოთახში არსებულ სინათლესთან შესაბამისად;
    • ჩიპსეტი Intel PM45 Express;
    • გრაფიკული ადაპტერი NVIDIA GeForce 9650M GT с 1024 МB ვიდეომეხსიერებით;
    • ოპერატიული მეხსიერება DDR2-800, 4096 МB;
    • 2048 Мб Intel Turbo Memory;
    • ორი მყარი დისკი SATA საერთო მოცულობით 640 GB, ბრუნვის სიჩქარე 5400 ბრუნი წუთში;
    • ოპტიკური დრაივი Blu-ray Combo Drive DVD-დისკების ჩაწერის ფუნქციით;
    • უკაბელო ქსელის ადაპტერი Intel Wireless Wi-Fi Link 5100 AGN;
    • Bluetooth 2.1;
    • ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი, თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქციით;
    • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა;
    • აკუსტიკური სისტემა Altec Lansing;
    • HDMI  პორტი.
       მოდელებს ევროპის მაღაზიაში აქვს შემდები ფასები: ASUS F5SR-AP007C – 730 ევრო, ASUS X51L-AP184C– 680 ევრო, ASUS M50VN-AK048C – 1450 ევრო, M70VN-7S066C – 1200 ევრო, M70VN-7S066C – 1200 ევრო, ASUS M70VN-7S067C – 1350 ევრო, ASUS M70VN-7T068C – 1800 ევრო.
     
    კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 943 | თარიღი: 05/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

    1 2 3 »