პარასკევი, 10/05/2024, 03:25

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 6 » Blu-ray დისკების დაცვა ისევ გატეხეს
Blu-ray დისკების დაცვა ისევ გატეხეს
11:50
 
   დაცვის სისტემა ოპტიკური დისკებისთვის, HD DVD და Blu-ray სახელწოდებით AACS (Advanced Access Content System) შემუშავებულია AES-128 ბიტიანი ალგორითმის საფუძველზე და ითვლებოდა CSS სისტემაზე (გამოიყენება DVD დისკებში) უფრო საიმედოდ. 2006 წელს იგი გატეხა ხაკერმა სახელად Muslix64. ამის შემდეგ Blu-ray Disc Association–ი მთელი ძალებით მუშაობდა ახალი დაცვის სისტემის შექმნაზე.
   2007 წლის შუა თვეებში კომპანია Cryptography Research–მა შექმნა ტექნოლოგია სახელწოდებით BD+, რომელიც წარმოადგენს ვირტუალურ მანქანას, ჩადგმულს დისკწამკითხავში და არის დაცვის სისტემის მართვის, (Blu-ray Disc Digital Rights Management) შემადგენელი ნაწილი. ეს აძლევს საშუალებას ვიდეო პროდუქტის მწარმოებლებს, ჩასვან შესრულებადი კოდი პირდაპირ Blu-ray დისკში, რაც მათ დამატებით შესაძლებლობებს აძლევთ. ეს ტექნოლოგია ითვლებოდა ძალიან საიმედოდ, და სწორედ BD+ მა დიდი ზეგავლენა მოახდინა კინოსტუდიებზე რომ აერჩიათ Blu-ray ფორმატი.
   მაგრამ, სულ მალე, 2007 წლის შემოდგომას, კომპანია AnyDVD–მ, რომელიც უშვებს პროგრამებს AnyDVD, AnyDVD HD, CloneCD, CloneDVD, Virtual CloneDrive, განაცხადა, რომ მათ ნაწილობრივ გატეხეს BD+ დაცვა. ამის შემდგომ, 2008 წლის მარტში გამოვიდა ახალი ვერსის AnyDVD HD 6.4.0.0, რომელსაც შეუძლია BD+ ის გატეხვა იმ დროისთვის ბაზარზე არსებულ ყველა დისკზე. ვიდეომწარმოებლებმა დაიწყეს დაცვის სისტემის ახალი ვერსიების ჩამატება დისკებში, მაგრამ SlySoft სულ სულ მოკლე დროში უშვებდა შესაბამის განახლებას თავისი პროგრამისთვის.
   რამდენიმე დღის წინ SlySoft–მა გამოუშვა ახალი ვერსია AnyDVD HD 6.4.7.9, რომელშიც ჩამატებულია BD+ დღევანდელი ვერსიის გატეხვის შესაძლებლობა, დამატებულია რეგიონალური დაცვის პუნქტის ამოშლა. ყველაზე მთავარი დამატება ახალ ვერსიაში არის BD-Live–ის გამორთვის შესაძლებლობა. (BD-Live წარმოადგენს ინტერნეტიდან ავტომატურად, დამატებითი ინფორმაციის ჩამოწერის ფუნქციას, დისკზე არსებული ვიდეოს, აუდიოს ან სხვა, შესახებ)
   მწარმოებლის სიტყვებით, თითქმის ყველა დისკწამკითხავ მოწყობილობას გათიშული აქვს BD-Live–ის გამორთვის შესაძლებლობა. რაც მომხმარებლისთვის არასასიამოვნო მომენტებს ქმნის. დისკის ჩართვისას, იმის გამო, რომ მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს, ხდება დაყოვნება დისკის წაკითხვისას, ასევე SlySoft აცხადებს, რომ BD-Live აძლევთ საშუალებას კინომწარმოებლებს მოიპოვონ მომხმარებლებზე ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა: რა ფილმებს უყურებენ ისინი, რა სიხშირით და ა.შ.
   კომპანია SlySoft დარეგისტრირებულია ანტიგუა და ბარბუდას სახელმწიფოში. ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ.
   პროგრამა AnyDVD HD 6.4.7.9 იყიდება 79 ევროდ, ხოლო ვერსია, რომელიც მუშაობს მხოლოდ ტრადიციულ DVD დისკებთამ ღირს 49 ევრო.
   საქართველოში კი მარტივია ამ პროგრამის გატეხილი ვერსიის ან გამტეხის პოვნა :–)
 
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნანახია: 914 | დაამატა: allforcomps | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: