ორშაბათი, 13/05/2024, 00:25

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10
 
   Time Boss – ესაა პროგრამა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მომხმარებელს შევუზღუდოთ კომპიუტერის მოხმარების დრო, ინტერნეტში გატარებული დრო, სხვადასხვა პროგრამების და ფაილების გამოყენების უფლება. შესაძლებელია მომხმარებელს დაუნიშნოთ დრო, რამდენი საათი შეეძლოს მას კომპიუტერთან მუშაობა დღეში ან კვირაში, შეიქმნას განრიგი, რომლის მიხედვითაც გამოიყენებს მომხმარებელი კომპიუტერს. ასევე შესაძლებელია ინტერნეტში მუშაობის შეზღუდვა.
 
 
   ასევე საინტერესოა კიდევ ერთი ფუნქცია, სადაც შესაძლებელია კონკრეტული პროგრამის გამოყენებისთვის განსაზღვრული დროის დაყენება.
   ბოლო ვერსიაში დამატებულია ფაილის დაბლოკვის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როცა დაბლოკილ ფაილს გადავარქმევთ სახელს.
 
მწარმოებელი: NiceKit
ვრცელდება: shareware 
ოპერაციული სისტემა: Windows All
ფაილის ზომა: 1,9 მბ
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1030 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა პროგრამის Almeza MultiSet–ის განახლება. პროგრამა გამოიყენება Windows–ის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატურად დაყენებისთვის. პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია შესრულდეს პროგრამების დაყენება მრავალ კომპიუტერზე. პროგრამა ავტომატური დაყენებისთვის ქმნის დისკს, რომელის შეიცავს კველა პროგრამას, დრაივერს, უტილიტებს და ა.შ. დისკის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის კომპიუტერზე დაყენდეს ეს პროგრამები.
 
 
   ბოლო ვერსიაში გამოჩნდა ენის ავტომატური დაყენების შესაძლებლობა, გასწორებულია 'amstart' ბრძანებათან და %cdrom% და %computername% შაბლონებთან მუშობა.
 
მწარმოებელი: Almeza Company
ვრცელდება: shareware
ოპეარციული სისტემა: Windows Vista/XP/2003/2000
ფაილის ზომა: 5,4 მბ.
 
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1141 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   განახლდა პროგრამა MediaMonkey 3.0.6, რომელიც გამოიყენება მუსიკალური ფაილების მართვისათვის. მას შეუძლია თავის კატალოგში იმუშაოს CD, MP3, WMA, და OGG ტიპის ფაილებთან. ამირ გარდა პროგრამას შეუძლია ჩაწეროს დისკებზე, გადაიყვანოს ერთი ფორმატის ფაილი მეორეში და ასევე შეუძლია კომპოზიციების მიქშირება. ის ინტეგრირდება პროგრამებთან Nero Burning Rom და Winamp. მასში ასევე ჩადგმულია პლეერი, რომელიც მხარს უჭერს Winamp–ის პლაგინებს.
 
 
   ბოლო ვერსიაში ჩამატებულია Apple iPhone 3G და iPod Touch v2–თან სინქრონიზაცია.
 
მწარმოებელი: JHSoftware
ფასი: უფასო
ოპერაციული სისტემა: Windows All
ფაილია ზომა: 7 მბ
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1027 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპანია IBM–მა გამოუშვა უფასო საოფისე პაკეტის, Lotus Symphony ახალი ვერსია. Lotus Symphony–ში შედიან პროგრამები Symphony Documents, Symphony Presentations და Symphony Spreadsheet. პროგრამა მუშაობს ოპერაციულ სისტემებზე: Windows (XP, Vista), Linux (Suse Enterprise, Red Hat, Ubuntu) და Mac OS X. Symphony–ს შეუძლია სხვადასხვა ფორმატებთან მუშაობა და მათ შორის MS Office ის ფორმატებთან. სტანდარტულად პროგრამა მუშაობს ODF ფორმატის ფაილთან. ასევე შესაძლებელია PDF ფორმატში ფაილების შენახვა.
 
 
   ახალ ვერსიაში დაჩქარებულია .ods და .xls ფაილების ჩატვირთვა, .ods ფაილების შენახვა, გაუმჯობესებულია BIDI–ს მხარდაჭერა ელექტრონულ ცხრილების რედაქტორში, შესაძლებელი გახდა ლინკების შექმნა ლოკალურ ფაილებთან, პრეზენტაციებთან სამუშო პროგრამაში შევლილია ახალი დოკუმენტის შექმნის ფანჯრის ინტერფეისი.
   პროგრამა Symphony არის უფასო და მისი ჩამოწერა შეგიძლიათ აქედან.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1123 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა უფასო მესინჯერის Miranda IM–ს ახალი, 0.7.12 ვერსია. პროგრამას გააჩნია ძალიან მოკრძალებული ინტერფეისი და მინიმალური შესძლებლობები. მისი ძირითადი დანიშნულება არის შეტყობინებების გაგზავნა და მიღება, მაგრამ შეიძლება პროგრამის შესაძლებლობების გაზრდა მრავალი დამატებითი მოდულით.
 
 
   ბოლო ვერსიაში მომატებულია სტაბილურობა MSN და ICQ პროტოკოლებთან მუშაობისას.
 
მწარმოებელი: Miranda IM.
ფასი: უფასო
ოპერაციული სისტემა: Windows NT, 2000, XP, Vista
ზომა: 1.5 მბ
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1049 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Windows Live მხარს დაუჭერს ერთიან ავტორიზაციის სისტემას (OpenID), იგივე სისტემის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა ინტერნეტ გიგანტმა – Google–მაც. Google–ში განაცხადეს, რომ აპირებენ OpenID 2.0 პროტოკოლზე დაფუძნებული API–ს ტესტირებას, რაც Google–ს ექაუნთის მქონე მომხმარებლებს საშუალებას მიცემს გამოიყენონ ეს მონაცემები სხვა რესურსებზე ავტორიზაციისას.
 
 
   რამდენიმე ხნის წინ, OpenID–ს მხარდაჭერაზე განაცხადეს კომპანიაებმა Yahoo, Myspace და AOL.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1066 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპანია Net Applications–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მომხმარებელების მიერ სხვადასხვა ბრაუზერების გამოყენების შესახებ. ამ ინფორმაციის მიხედვით, Firefox–ის საშუალო წილმა ბრაუზერების ბაზარზე შეადგინა 19.97%. სექტემბრის თვესთან შედარებით ბრაუზერის წილი გაიზარდა ნახევარი პროცენტით. Internet Explorer კი განაგრძობს პოზიციების დათმობას – ბოლო თვეში ბრაუზერის წილი დაეცა 71.52% დან 71.27%–მდე. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, Internet Explorer–მა დაკარგა 4%, ხოლო Firefox–ის წილი გაიზარდა 3%–ით.
 
 
   ბოლო თვეში ასევე გაიზარდა Opera–ს მომხმარებელთა რიცხვი – 0.69% დან 0.75%–მდე. ასევე Safari, Google Chrome და Netscape–ს წილი შემცირდა
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1082 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპანია Adobe Systems–მა გამოუშვა განახლებები თავისი პროგრამებისთვის –Adobe Acrobat Professional, Acrobat Standard, Acrobat 3D და Adobe Reader 8.1.3. ამ განახლებებით აღმოფხვრილია ამ პროგრამების სისუსტე, რომლის გამოც შესაძლებელი იყო დაცილებულად გაშვებულიყო რაიმე ზიანოსმომტანი კოდი. ასევე, განახლება ზრდის პროგრამების სტაბილურად მუშაობას და ასწორებს შეცდომებს, PDF ფორმატთან დაკავშირებით. განახლება ეხება მხოლოდ მერვე ვერსიას.
 
 
   განახლებების ჩამოწერა შესაძლებელია აქედან. განახლებება შეიძლება დაყენდეს 8.1.2 და 8.1.2 Security Update 1 ვერსიებზე.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 1089 | თარიღი: 10/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)