კვირა, 12/05/2024, 15:53

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 01
 
   Blu-ray დღესდღეობით ერთპიროვნული ლიდერია ბაზარზე ყველაზე დიდი ტევადობის ოპტიკური დისკებით. მაგრამ Sony–ს და მის პარტნიორებისთვის მოდუნება ჯერჯერობით ადრეა. კომპანიამ Royal Digital Media (RDM)–მ და DreamStream–მა წარმოადგინეს ახალი, ფორმატი რომელსაც, მათი სიტყვებით, ექნება მეტი შესაძლებლობა ვიდრე Blu-ray–ს.
   სახელი, რომლითაც იგი გამოვა ბაზარზე ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ტექნიკური მახასიათებლები. ნაცნობია მხოლოდ ის, რომ ახალი HD-დისკები ზომა მიაღწევს 100 GB-ს, ამავე დროს Blu-ray–ს მაქსიმალური ზომა შეადგენს მაქსიმუმ 50 GB-ს. ასევე, ახალი ფორმატი შესაძლებლობას იძლევა HD-ვიდეო შედარებით უფრო მაღალი ხარისხით ჩაიწეროს, რომელსაც მწარმოებლები უწოდებენ 1920p–ს.
   საინტერესოა, რომ ამ დისკების წამკითხავები გამოიყენებენ წითელ ლაზერულ დიოდს, რომელიც შედარებით იაფია ვიდრე Blu-ray ტექნოლოგიაში გამოყენებული ცისფერ–ალისფერი. ტექნოლოგიის განვითარების ხელმძღვანელი ულფ დიბელი (Ulf Diebel) – (კომპანია DreamStream) ირწმუნება, რომ დისკების და წამკითხავების ფასი დაახლოებით იგივე იქნება როგორიც ტრადიციულ DVD–ს. თუ ეს ნამდვილად ასე იქნება, ამით Blu-ray–სთვის სერიოზული კონკურენტი წარმოიქმნება, რადგანაც მის გავრცელებას ხელს უშლის მხოლოდ მაღალი ფასი.
   წითელი ლაზერის გამოყენებას აქვს კიდევ ერთი უპირატესობა – საჭირო იქნება არსებული პროდუქციის ხაზის უმნიშვნელო მოდიფიკაცია. როგორც RDM–ს აღმასრულებელი დირექტორი ევგენი ლევიჩი (Eugene Levich) აღნიშნავს, საჭირო იქნება ახალი მიკროსქემის დანერგვა. ახალი ფორმატი თავსებადი იქნება არსებულ DVD და  CD ფორმატებთან.
   ახალი ფორმატის შემუშავებაზე მუშაობს კომპანია Royal Digital Media, ხოლო დაცვის სისტემის დახვეწაზე – DreamStream. 2006 წელს ხაკერმა, ზედმეტსახელად – Muslix64, გატეხა Blu-ray–ს დაშიფვრის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო სტანდარტზე AES-128 ბიტ. კონკურენტის შეცდომის გათვალისწინებით DreamStream–ის ინჟინრებმა შეიმუშავეს შედარებით საიმედო დაცვა, რომელიც არის სამხედრო დონის და მასში გამოიყენება 2048 ბიტიანი დაშიფვრა 30 რაუნდიანი ალგორითმით. ასეთი დონის დაცვა პირველად გამოიყენება სამომხმარებლო ბაზრისთვის.
   ახალი ფორმატი შემოვა ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისისთვის.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 737 | თარიღი: 01/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   Apple, თავისი პროდუქტის (iPhone) დახმარებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შევიდა ყველაზე მსხვილ ტელეფონის მწარმოებელთა სიაში. ამ პერიოდში გაიყიდა 6.9 მილიონი iPhone. Samsung–სა და Sony Ericsson–თან ერთად, Apple შევიდა სამეულში, რომელთაც შეძლეს ამ პერიოდში გაეზარდათ თავისი წილი ბაზარზე.
 
 
   მოცემული მომენტისთვის Apple–მ მოიპოვა ბაზრის 2.3%, რის გამოც იგი მოხვდა არა მარტო ათეულში, არამდე პირდაპირ დაიკავა მეექვსე ადგილი. მის წინ არიან LG (7.6%), Motorola (8.4%), Sony Ericsson (8.5%), Samsung (17.1%) და ლიდერი Nokia (38,9%). კომპანიისთვის ეს რეზულტატი შესანიშნავია, იმ ფონზე, რომ იგი ბაზარზე მხოლოდ ერთი მოდელით არის შესული და თან სულ რაღაც წელიწადნახევარი. 
  
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 753 | თარიღი: 01/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

  
   კომპანია Patriot Memory–მა გამოუშვა ახალი ფლეშ მეხსიერება სახელწოდებით Xporter Magnum, მას შეუძლია დაიტიოს 64 GB ინფორმაცია.
 
 
   მოწყობილობა არის ალუმინის კორპუსში მოთავსებული, მუშაობს USB 2.0 ინტერფეისზე, გააჩნია Windows ReadyBoost ტექნოლოგიის მხადრაჭერა. მწარმოებლების განცხადებით, მას აქვს შესაძლებლობა ინფორმაცია წაიკითხოს 30 მბ/წ. სისწრაფით.
   სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია და მათ შორის ფასიც ჯერჯერობით უცნობია.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 811 | თარიღი: 01/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)