ორშაბათი, 13/05/2024, 21:08

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 03
 
   დღესდღეობით მყარი დისკების მრავალი მწარმოებელი, იყენებს თავის პროდუქტს ისეთი მოწყობილობების შესაქმნელად, რომელსაც უფრო მეტი რამ შეუძლია ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის შენახვაა. ამ მიმართულებას უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს კომპანია Iomega, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა მორიგი მოდელი, ფართო მულტიმედიური გადაწყვეტილებებით, სახელწოდებით – ScreenPlay Pro HD.
 
 
   სიახლე სთავაზობს მომხმარებელს ერთ ტერაბაიტამდე მეხსიერებას, ასევე აღჭურვილია USB 2.0, HDMI, Fast Ethernet–ადაპტერით, რის გამოც იგი შეგვიძლია ჩავთვალოთ სრულფასოვან ქსელურ ინფორმაციის საცავად. ასევე იგი უზრუნველყოფს ვიდეო ინფორმაციის ჩაწერას ვიდეო კამერიდან, ტელევიზიიდან, ვიდეომაგნიტოფონიდან და ა.შ. ScreenPlay Pro HD–ს შეუძლია პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ფორმატის წაკითხვა: MP3, AC3, WAV, WMA, MPEG-1, MPEG-2 (AVI/VOB), MPEG-4 (AVI/DivX/XviD), JPEG.
 
 
   ტერაბაიტიანი მოდელი ღირს 230 ევრო, ხოლო 500 გბ მოდელი  – 180 ევრო. ფასები მოცემულია ევროპული ბაზრისთვის. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ საიტზე.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 780 | თარიღი: 03/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   როგორც ვებგვერდი MSMobiles აღნიშნავს, დაახლოებით ნახევარი წლის წინ პორტატული ელექრტონიკის სამყაროში დაიწყო Netbook-ების რევოლუცია. ამ მოწყობილობებს მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მეტი თაყვანისმცემელი უჩნდება. უფრო ადრე, ამ გზით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობდნენ ე.წ. ულტრამობილური კომპიუტერები (UMPC). მაგრამ მათ გამოჩენას მომხმარებელში აღფრთოვანება არ გამოუწვევია, ვინაიდან, ისინი მზად არ არიან გადაიხადონ სოლიდური თანხები მხოლოდ სენსორული ეკრანებისთვის. Netbook- ი კი არის პატარა ზომის Notebook-ი, 8, 9 ან 10 დიუმის დიაგონალის ეკრანით.
 
 
   ამ დროისთვის ბევრ მოდელს აქვს Intel Atom-ის პროცესორი 1,6 Ghz სამუშაო სიხშირით, ტექსტის აკრეფისათვის სათანადო, სრულფასოვანი QWERTY კლავიატურით. ისინი მუშაობენ ოპერაციულ სისტემებზე Linux და WindowsXP ბაზაზე. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რომლის გამოც Netbook-ები პოპულარობით სარგებლობენ არის მათი დაბალი ფასი (500 დოლარი და ნაკლები). ზოგიერთი კომპანია, მაგალითან Sony, გვთავაზობს ძვირადღირებულ   Notebook-ებს (ზოგჯერ ორბირთვიანი პროცესორებით Core 2 Duo), რომლებიც ზომებით Netbook-ებს შეესატყვისება. მაგრამ ეს არის სახელდობრ Notebook-ები, ვინაიდან Netbook-ი უნდა იყოს იაფი. სხვათაშორის, Netbook-ების ახლანდელი გამოშვება, როგორც წესი, იყენებს 6 ელემენტიან აკუმულატორს, რაც აძლევს მათ იმის საშუალებას რომ 5-6 საათის განმავლობაში იმუშაოს კვების გარეშე. დღევანდელ დღემდე Netbook-ებს არ ქონდათ ჩადგმული აპარატურა ფიჭურ ქსელთან მუშაობისთვის. ფიჭური მისაწვდომობისთვის ისინი იყენებდნენ 3G-მოდემს USB პორტის გამოყენებით. თუმცა ახლა, 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს, დაანონსებულია ან უკვე გაჩნდა Netbook-ის რამოდენიმე მოდელი, რომელთაც ჩაყენებული  აქვთ  HSDPA მოდული. ახლა ნაცვლად იმისა რომ შეეგუო სმარტფონის ოპერაციულ სისტემას უმჯობესია იყიდო Netbook-ი WindowsXP–ით და ისარგებლო ყველა იმ პროგრამით, რასაც მომხმარებელი შეეჩვია კომპიუტერზე. თითქმის ისეთივე მდგომარეობაა Linux-ის ბაზაზე მომუშავე Netbook-ში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ Netbookკ-ები ხშირად უფრო იაფია ვიდრე თანამედროვე სმარტფონი და კომუნიკატორები.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 1456 | თარიღი: 03/11/2008 | რეიტინგი: 2.0/1 | სულ კომენტარები (0)