კვირა, 12/05/2024, 22:49

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 4 » ASUS–ი ემზადება 200$ ნეტბუკების გამოსაშვებად 2009 წლისთვის
ASUS–ი ემზადება 200$ ნეტბუკების გამოსაშვებად 2009 წლისთვის
11:09
 
   მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან, კომპანია ASUSTeK Computer–ის შესავლები ძირითადად მოდის მობილურ მოწყობილობებზე: ნოუტბუკები – საერთო შემოსავლის 47%, ნეტბუკები Eee PC – 22%, ჯიბის კომპიუტერები – 2%, ვიდეოკარტები და სისტებური დაფები, ერთად აღებული – 19%. ხოლო ყველა დანარჩენი – 10%.
   2008 წლის პირველ ნახევარში ტაივანურმა მწარმოებელმა გაყიდა 2.5 მილიონი ნოუტბუკი, მესამე კვარტალში – 1.7 მილიონი, ხოლო მიმდინარე კვარტალში ASUS–ი იმედოვნებს, რომ გაყიდის 1.9 მილიონ ნოუტბუკს. საერთო ჯამში გამოდის რომ მიმდინარე წლის გავიდვები მიაღწევს 6 მილიონს. რაც ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ასევე შესანიშნავ ზრდას განიცდის ნეტბუკების ახალგაზრდა ბიზნესი. მესამე კვარტალში გაიყიდა 1.7 მილიონი მობილური კომპიუტერი Eee PC ხოლო მეოთხე კვარტალში მოსალოდნელმა გაყიდვებმა უნდა მიაღწიოს 1.8. ამ ლოგიკით ASUS–ს შეუძლია გაყიდოს 5 მილიონი მობილური მოწყობილობა, თითქმის იგივე რამდენის ნოუტბუკი.
   ამ წარმატებების ფონზე ASUS–ს მომავალი წლისთვის კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჯონი სი–ის (Jonney Shih) პროგნოზით, 2009 წლისთვის გაყიდული ნოუტბუკების და ნეტბუკების რიცხვმა უნდა მიაღწიოს 20 მილიონს. ASUS–ი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს გაიყიდება 7.5 მილიონი ნეტბუკამდე, რითაც მოიპოვებს ამ ბაზრის 30%–ს. ასევე ჯონი სი–ს განცხადებით, მომავალი წლისთვის კომპანია აპირებს ფასების დაწევას ნეტბუკებზე და გამოუშვებს Eee PC–ს ბიუჯეტური მოდელებს, რომელიც სულ რაღაც 200$ ეღირება.
   ასევე ავღნიშნავთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს. ASUS–ის ინფორმაციით, მყარი დისკით აღჭურვილი ნეტბუკების გაყიდვის წილი შეადგენს 70%-ს, SSD მოდელების – მხოლოდ 30%-ს. ოპერაციული სისტემა WindowsXP და Linux ის ბაზახე მომუშავე ნეტბუკების თანაფარდობა შეადგენს 7:3. ასევე 10 დიუმიანი მოდელებზე მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 7, 8 და 9 დიუმიანი ნეტბუკები ნელ–ნელა დაკარგავენ ბაზარს.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნანახია: 797 | დაამატა: allforcomps | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: