სამშაბათი, 07/04/2026, 20:37

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » Hard სიახლეები
  
   კომპანია Patriot Memory–მა გამოუშვა ახალი ფლეშ მეხსიერება სახელწოდებით Xporter Magnum, მას შეუძლია დაიტიოს 64 GB ინფორმაცია.
 
 
   მოწყობილობა არის ალუმინის კორპუსში მოთავსებული, მუშაობს USB 2.0 ინტერფეისზე, გააჩნია Windows ReadyBoost ტექნოლოგიის მხადრაჭერა. მწარმოებლების განცხადებით, მას აქვს შესაძლებლობა ინფორმაცია წაიკითხოს 30 მბ/წ. სისწრაფით.
   სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია და მათ შორის ფასიც ჯერჯერობით უცნობია.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 844 | თარიღი: 01/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   იაპონური კომპანია Sony–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ სტრინგერმა (Howard Stringer) განაცხადა, რომ კომპანიისთვის აუცილებელია შემცირდეს მუდმივი ხარჯები, რათა გაუმკლავდეს დაცემულ მოთხოვნებს მის პროდუქციაზე. სწორედ ამ უსიამოვნო ფაქტის გამო კომპანიას შეუმცირდა დაგეგმილი შემოსავლები 57%–ით. ხელმძღვანელობის თქმით, აუცილებელია დაიხუროს რამდენიმე ქარხანა და მოხდეს კადრების შემცირება.
 
 
   Sony–ს შემოსავლების ძირითადი ნაწილი (87%) მოდის საზღვარგარეთის ბაზარზე, მაგრამ ასევე აწარმოებს პროდუქციას საკუთარი ქვეყნისთვის. ამიტომ მასზე უარყოფითად იმოქმედა ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდამ. ანალიტიკოსების აზრით კომპანიას მოუწევს თავისი ქარხნების შედარებით იაფ ქვეყნებში გადატანა.
    სტინგერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მისივე თქმით 2011 წლისთვის Sony გააორმაგებს თავის შემოსავლებს ბრაზილიაში, რუსეთში, ინდოეთში და ჩინეთში.
 
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 829 | თარიღი: 31/10/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   IEEE International Electron Devices Meeting (IEDM) კონფერენციაზე, ინტელის წარმომადგენლები აპირებენ წარადგინონ დეტალური ინფორმაცია თავიანთ 32 ნმ. ტექნოლოგიური პროცესისა რომელიც მომავალში გამოიყენება მაღალმწარმოებლური მიკროპროცესორების წარმოებისთვის. მწარმოებლებმა შექმნეს სატესტო მიკროსქემა, რომლის ფართობი არის 0.171 კვ. მკმ. მასში ჩადებულია 2 მილიარდი ტრანზისტორი. მუშაობს 3.8 გჰც სიხშირეზე და 1.1 ვოლტზე.
 
 
ავღნიშნავთ, რომ რიგით 54–ე ყოვილწლიური IEDM კონფერენცია შედგება მიმდინარე წლის 15 დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სანფრანცისკოში.
 
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 792 | თარიღი: 31/10/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

  
   ელექტრონული ფურცლის (e-paper) ერთერთი ძირითადი უპირატესობა ძვეულებრივ დისპლეისთან შედარებით არის შესაძლებლობა გამოსახოს გამოსახულება, მაშინაც კი როცა მას არ მიეწოდება ენერგია. Sharp–ის ინჟინრების ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი თხევადკრისტალურმა პანელმა აჩვენოს გამოსახულება ენერგოდამოუკიდებლად.
  
   ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია აღნიშნული თხევადკრისტალური პანელის თვისებებზე. თუ რა პრინციპზე მუშაობს, მოხმარებული ენერგიის ოდენობზე, მოხმარებულ სიმძლავრეზე რაც საჭიროა გამოსახულების შესანახად მეხსიერებაში და ა.შ.
 
   მისი წარმოდგენა მოხდა იაპონიაში მიმდინარე გამოფენაზე – FPD International 2008. წარმოდგენილი იყო მონოქრომული და ფერადი პანელები 14,1”, 6,1”, 2,4” и 1,7” დიაგონალებით. ქვემოთ წარმოდგენილ სურათზე გამოსახულია 14,1 დუიმიანი, 8 ფერიანი დესპლეი, 1030х606 პიქსელით.
 
 
   Sharp თვლის რომ პანელი ნახავს გამოყენებას ელექტრონულ ინვენტარულ იარლიყებად, რესტორნის მენიუებად, განცხადებების დაფებად. გამოგონება შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონული ფურცლის კონკურენტად.
 
 
  უნდა აღინიშნოს, რომ Sharp–ის პანელი სატესტოდ უკვე გამოიყენება იაპონიის ერთერთ ქალაქში. მასში ჩამონტაჟებულია WiFi მოდული, რომელიც იძლევა საშუალებას დაშორებულად მოხდეს მასზე გამოსახულების და ტექსტის შეცვლა.
 
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 875 | თარიღი: 31/10/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
ახალი სტანდარტზე – USB 3.0 წლის ბოლოსთვის უკვე დასრულდება და მომდევნო (2009) წლის განმავლობაში დაიწყება მისი წარმოება. USB 3.0-ის სახელწოდება იქნება Superspeed USB.
 
 
Superspeed USB (USB 3.0)–ს მთავარი უპირატესობა არის ინფორმაციის გადაცემის ძალიან დიდი სიჩქარე. Superspeed USB მუშაობს 10–ჯერ ოფრო სწრაფად ვიდრე მისი წინამორბედი და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე აღწევს 4,8 გბიტ/წ.
უნდა აღინიშნოს რომ ახალი ფორმატი სრულიად თავსებადი იქნება USB 2.0 თან.  თვითონ USB 3.0 პორტი რჩება თითქმის იგივე როგორიც არის USB 2.0.
 
 
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 958 | თარიღი: 30/10/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

« 1 2 3