როგორც ვებგვერდი MSMobiles აღნიშნავს, დაახლოებით ნახევარი წლის წინ პორტატული ელექრტონიკის სამყაროში დაიწყო Netbook-ების რევოლუცია. ამ მოწყობილობებს მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მეტი თაყვანისმცემელი უჩნდება. უფრო ადრე, ამ გზით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობდნენ ე.წ. ულტრამობილური კომპიუტერები (UMPC). მაგრამ მათ გამოჩენას მომხმარებელში აღფრთოვანება არ გამოუწვევია, ვინაიდან, ისინი მზად არ არიან გადაიხადონ სოლიდური თანხები მხოლოდ სენსორული ეკრანებისთვის. Netbook- ი კი არის პატარა ზომის Notebook-ი, 8, 9 ან 10 დიუმის დიაგონალის ეკრანით.

ამ დროისთვის ბევრ მოდელს აქვს Intel Atom-ის პროცესორი 1,6 Ghz სამუშაო სიხშირით, ტექსტის აკრეფისათვის სათანადო, სრულფასოვანი QWERTY კლავიატურით. ისინი მუშაობენ ოპერაციულ სისტემებზე Linux და WindowsXP ბაზაზე. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რომლის გამოც Netbook-ები პოპულარობით სარგებლობენ არის მათი დაბალი ფასი (500 დოლარი და ნაკლები). ზოგიერთი კომპანია, მაგალითან Sony, გვთავაზობს ძვირადღირებულ Notebook-ებს (ზოგჯერ ორბირთვიანი პროცესორებით Core 2 Duo), რომლებიც ზომებით Netbook-ებს შეესატყვისება. მაგრამ ეს არის სახელდობრ Notebook-ები, ვინაიდან Netbook-ი უნდა იყოს იაფი. სხვათაშორის, Netbook-ების ახლანდელი გამოშვება, როგორც წესი, იყენებს 6 ელემენტიან აკუმულატორს, რაც აძლევს მათ იმის საშუალებას რომ 5-6 საათის განმავლობაში იმუშაოს კვების გარეშე. დღევანდელ დღემდე Netbook-ებს არ ქონდათ ჩადგმული აპარატურა ფიჭურ ქსელთან მუშაობისთვის. ფიჭური მისაწვდომობისთვის ისინი იყენებდნენ 3G-მოდემს USB პორტის გამოყენებით. თუმცა ახლა, 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს, დაანონსებულია ან უკვე გაჩნდა Netbook-ის რამოდენიმე მოდელი, რომელთაც ჩაყენებული აქვთ HSDPA მოდული. ახლა ნაცვლად იმისა რომ შეეგუო სმარტფონის ოპერაციულ სისტემას უმჯობესია იყიდო Netbook-ი WindowsXP–ით და ისარგებლო ყველა იმ პროგრამით, რასაც მომხმარებელი შეეჩვია კომპიუტერზე. თითქმის ისეთივე მდგომარეობაა Linux-ის ბაზაზე მომუშავე Netbook-ში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ Netbookკ-ები ხშირად უფრო იაფია ვიდრე თანამედროვე სმარტფონი და კომუნიკატორები.
|