სამშაბათი, 17/06/2025, 23:41

ყველაფერი კომპიუტერისთვის

WWW.ALLFORCOMPS.UCOZ.COM

მოგესალმები სტუმარი

ძებნა
ლინკები
სტატისტიკა

საიტზეა სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
Hard სიახლეები [25]
სიახლეები ტექნიკაში
Soft სიახლეები [15]
სიახლეები პროგრამებში
Game სიახლეები [5]
სიახლეები თამაშების სამყაროში
წიგნები [7]
ელექტრონული წიგნები
მუსიკა [1]
სხვადასხვა ჟანრის მუსიკა
სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი
სულ უპასუხა: 41
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 02
 
   მართალია GTA4–ის PC ვერსია გამოვა დეკემბერში, მაგრამ უკვე არსებობს ოფიციალური სისტემური მოთხოვნები რაც ჭირდება ამ თამაშს. მართალი გითხრათ არც თუ ისე ცოტაა :–)

 

 
მინიმალური კონფიგურაცია
  • Windows Vista (Service Pack 1)/XP (Service Pack 3);
  • Intel Core 2 Duo 1,8 Ghz / AMD Athlon X2 64 2,4 Ghz;
  • 1,5 GB RAM;
  • 16 GB თავისუფალი ადგილი ვინჩესტერზე;
  • 256 MB NVIDIA 7900 / 256 MB ATI X1900.
 
 
რეკომენდირებული კონფიგურაცია:
  • Windows Vista (Service Pack 1)/XP (Service Pack 3);
  • Intel Core 2 Quad 2,4 Ghz  / AMD Phenom X3 2,1 Ghz;
  • 2-2,5 GB RAM;
  • 18 GB თავისუფალი ადგილი ვინჩესტერზე;
  • 512 MB NVIDIA 8600 / 512 MB ATI 3870.
შეგახსენებთ, რომ თამაში უკვე გამოსულია Xbox 360 და PlayStation 3–თვის.
 
კატეგორია: Game სიახლეები | ნახვა: 976 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 5.0/2 | სულ კომენტარები (0)

 
   ანალიტიკური კომპანია iSuppli–ს ინფორმაციით, Intel–ის წილი მიკროპროცესორების ბაზარზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაიზარდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კომპანიის წილი ბაზარზე გაიზარდა 1.7%–ით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით – 0.3%–ით. ამავე დროს, კომპანია AMD დათმო თავისი პოზიციები – წინა წელთან შედარებით ბაზარზე მისი წილი შემცირდა 1.8%–ით. ანალიტიკოსების აზრით, Intel–ს წილის ზრდა განაპირობა NetBook-ებზე მზარდმა მოთხოვნილებამ.
 
 
  დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილი NetBook-ების უმრავლესობა მუშაობს Intel Atom პროცესორზე. NetBook-ების ბაზარი ამჟამად განიცდის ნამდვილ ბუმს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს გაიყიდება 14 მილიონი NetBook–ი.
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 789 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   სამხრეთ კალიფორნიაში გამოიგონეს სამგანზომილებიანი დისპლეი, რომელსაც არ ჭირდება არანაირი საშუალებებები გამოსახულების სანახავად.
   იდეა მარტივია და ასევე ძალიან გენიალური. გამოიყენება სარკე და მასზე ნათდება გამოსახულება, შემდებ სარკე იწყებს ძალიან სწრაფად ტრიალს, დაახლოებით 12 000 ბრუნი წუთში. კონსტრუქციის სიმარტიცის მიუხედავად გამოსახულება მაინც ძალიან კარგად ჩანს როგორც თვალისთვის ასევე ფოტო და ვიდეო კამერებისთვის, იმის გამო, რომ სარკის ტრიალის სიხშირე არის 200 ჰც.
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 728 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   მსოფლიოში ერთერთმა უძლიერესმა საძიებო სისტემის მფლობელმა კომპანია Google–მ განაცხადა რომ მათ, დაამუშავეს სკანირებული დოკუმენტის ინდექსაციის ტექნოლოგია საძიებო სისტემისთვის.
 
 
   კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებით, ტექსტის განსაზღვრისთვის გამოიყენება სპეციალური ოპტიკური ამომცნობი (Optical Character Recognition), რომელსაც შეუძლია სიტყვების გამოსახულება გადააკონვერტიროს ტექსტურ ფაილად.
   დღევანდელი დღისთვის Google–ს საძიებო სისტემას შეუძლია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებში ამოიცნოს ტექსტი.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 858 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპიუტერების მწარმოებლებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ მომხმარებლები მათი პროდუქტის შეძენისას ტექნიკურ შესაძლებლობებზე მეტად დიდ ყურადღებას აქცევენ მის დიზაინს თუ რამდენად მოხერხებული იქნება იგი მათთვის და მის თავსებადობას პიროვნულ იმიჯთან.
 
 
   აქედან გამომდინარე, IT სფეროში ორმა ყველაზე მსხვილმა მწარმოებალმა, Intel–მა და ASUS–მა გაუშვეს ახალი პროექტი WePC.com. ამ საიტის დახმარებით მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა ინოვაციური პროდუქტების პროექტირებაში. ყველა, ვინც შევა საიტზე, შეეძლებათ გააზიარონ თავისი იდეები, განიხილონ უკვე არსებული და შეიტანონ თავიანთი წვლილი ამათუ იმ მოდელის დიზაინის შექმნაში. პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ჯამში მათ შეეძლებათ მიიღონ პროდუქტი, რომელიც შეიძლება სინამდვილეში აიწყოს და გაიყიდოს.
 
 
   საიტზე თემები დაყოფილია სამ ჯგუფად: ნეტბუკები, ნოუტბუქები და სათამაშო ნოუტბუქები. მოწყობილობები იმუშავებენ Intel Atom, Intel Centrino 2, Intel Centrino 2 Extreme პროცესორებზე. ყველაზე მეტად აქტიურ მომხმარებლებს გადაეცემათ პრიცები. ჯერჯერობით, საიტზე არსებული იდეები უფრო გაოცებას იწვევს ვიდრე ინტერესს. მაგალითად ერთ-ერთ მომხმარებელს აქვს იდეა, რომ კომპიუტერი აიწყოს თმებით, რადგანაც ქონდეს შესაძლებლობა მას გაუკეთოს ვარცხნილობა. :–)  ვიმედოვნოთ, რომ ასეთი მოწყობილობა არასოდერ არ გამოჩნდება მაღაზიის დახლებში :–)
 
კატეგორია: Hard სიახლეები | ნახვა: 1216 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   რობ ნელსინი (Rob Nelson), კომპანია Rockstar Toronto–ს პროდიუსერი აცხადებს, რომ თამაშ Grand Theft Auto 4 (GTA 4)–ს PC ვერსიაზე ამ წლის იანვრიდან მუშაობდა 50 ადამიანი,
 
 
   მწარმოებლები თამაშის რელიზის შეფერხებას ხსნიან იმით, რომ მოხდა პროდუქტში ძირეული ცვლილებების შეტანა. მოხდა მრავალი სხვადასხვა შესაძლებლობების დამატება და გაუმჯობესება, როგორიცაა: გაფართოებული მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი, დამატებითი ფუნქციები კადრის გამეორების რეჟიმში და სხვა.
 
 
   თამაშის PC ვერსის რელიზი შედგება 2 დეკემბერს ამერიკაში, ხოლო ევროპის მაღაზიებში თამაში გამოჩნდება ნოემბრის ბოლოს. საქართველოშიც ალბათ მალე :–)
 
კატეგორია: Game სიახლეები | ნახვა: 816 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   ყველასათვის კარგად ცნობილ რუსულ საიტზე www.odnoklassniki.ru რეგისტრაცია ფასიანი გახდა. თვითონ რეგისტრაციის პროცესი უფასოა, მაგრამ უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებელს ატყობინებენ, რომ თუ მას სურს გამოიყენოს საიტის ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა, შეტყობინების გაგზავნა, სურათების ატვირთვა და მათი შეფასება, ფორუმზე შეტყობინების დატოვება, სხვა მომხმარებლების გვერდების დათვალიერება, აუცილებელია გააქტიუროს თავისი ანგარიში.
 
 
   აქტივაცია ხდება SMS შეტყობინების გაგზავნით. მისი ღირებულება სხვადასხვაა და არის დაახლოებით ერთ დოლარზე მეტი. თანხის ოდენობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და იმ მობილურ ოპერატორზე რომელზეც იგზავნება შეტყობინება. ქვეყნების ჩამონათვალში არის ყველა ის ქვეყანა სადაც რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის რაოდენობა შედარებით დიდია.
   საიტის ადმინისტრაცია ახალ მომხმარებელებს არწმუნებს, რომ SMS–აქტივაცია აუცილებელია საიტზე წესრიგისთვის და ავტომატური დაგზავნისაგან (სპამი) თავდასაცავად.
  საიტზე ადრეც იყო რამდენიმე ფასიანი სერვისი დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. მაგალითად რეჟიმი "უჩინარი", რომლის დროსაც სხვისი პროფილის ნახვისას არ ფიქსირდება მომხმარებელი "სტუმრების" სიაში.
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 853 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 5.0/1 | სულ კომენტარები (0)

 
   გამოვიდა უფასო ბრაუზერის Avant Browser ახალი ვერსია. მას გააჩნია მრავალი დამატებითი შესაძლებლობა, როგორიცაა: pop-up ფანჯრების მბლოკავი, Flash ფაილების მბლოკავი ვებ გვერძე, პოპულარული საძიებო სისტემებით ძებნა, სიახლეების მოდული – RSS/ATOM, ინტერნეტში მუშაობისას დარჩენილი კვალის წმენდის ფუნქცია.
  
 
   ბრაუზერს გააჩნია ძალიან მოსახერხებალი ფუნქციები ვებ გვერდებთან მუშაობისას: ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელია ჩატვირთვის გაჩერება ყველა გვერძე, გვერდების განახლება, მათი დახურვა და ხელახლა დალაგება. პროგრამას გააჩნია თვითაღდგენის სისტემა. თუ ბრაუზერი მოულოდნელად გაითიშა რაიმე შეცდომი გამო, მომდევნო ჩართვისას ავტომატურად გაიხსნება ყველა გვერდი.
   ბოლო ვერსიაში შესწორებულია რამდენიმე პროგრამული შეცდომა დაკავშირებული, ცხელ კლავიშებთან, ინსტრუმენტების პანელთან, ზოგიერთ სკინთან, დროებითი ფაილების გაწმენდასთან.
 
მწარმოებელი:  Avant Force
ოპ. სისტემა: Windows All
ფაილის ზომა: 2 MB
 
კატეგორია: Soft სიახლეები | ნახვა: 950 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   ახალი თამაშების სამი ვიდეო როლიკი, რომლებიც სულ მალე გამოვა
  
  1. Prince of Persia – ახალი ტრილერი 
 
    2. Gears of War 2 – როლიკი 
  
   3. Mirror’s Edge – ახალი როლიკი 
 
კატეგორია: Game სიახლეები | ნახვა: 949 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
   კომპიუტერული თამაშების ერთერთმა უმსხვილესმა მწარმოებალმა Electronic Arts გაახმაურა თავისი ფინანსური მაჩვენებლები. კომპანიამ დაკარგა შემოსავლებიდან 310 მოლიონი დოლარი. მან ასევე ამ წლის პირველ კვარტალში დაკარგა 95 მილიონი დოლარი. ყველაზე კარგად ამ პერიოდში მათი პროდუქტებიდან გაიყიდა Madden NFL 09 (4.5 მლ. კოპია), Spore (2 მლ. კოპია) и Warhammer Online (1.2 მლ. კოპია).
 
 
   ამ ფინანსური წარუმატებლობის გამო EA–მ გადაწყვიტა შეემცირებინა კადრები და გაანთავისუფლა თანამშრომლების 6%. განთავისუფლდა დაახლოებით 600 სამუშაო ადგილი. მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანია აპირებს შემოსავლების გაზრდას, თუნდაც წინასაშობაო პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელთა რიცხვი კიდევ შემცირდება.
 
კატეგორია: Game სიახლეები | ნახვა: 831 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)

 
მეტალიკა  - ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი. დაარსდა 1981 ქალაქ ლოს–ანჯელესში. ჯგუფის დამაარსებლები არიან ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხი (დრამი).
 
მეტალიკა
 
ჯფუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს გაზეთ The Recyrcler-ის საშუალებით. ჯგუფის სახელი ლარსის და მისი მეგობრის არჩეულია. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა ასეთი იყო: ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმური გიტარა, ვოკალი), ლარს ულრიხი (დრამი), რონ მაქგოვნეი (ბას გიტარა). ჩაიწერა პირველი სიმღერა ”Hit The Lights” რონის გარაჟჟში. მალე ლარსმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯგუფს სჭირდებოდა სოლო გიტარისტი და მალე ჯგუფს დაემატა დეივ მასტეინი. მაგრამ რონი და დეივი მალე წავიდნენ ჯგუფიდან და მათი ადგილი დაიკავეს კირკ ჰამეტიმ (მთავარი გიტარა) და კლიფ ბარტონიმ (ბას გიტარა).
 
ჯეიმს ჰეტფილდი
 
მეტალიკას პირველი ალბომი არის Kill'em All, რომელიც ჩაიწერა 1981 წელს. მას 1984-ში მოჰყვა Ride The Lightning და 1986-ში Master Of Puppets. ამავე წელს შვედეთის ტურნეს დროს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა კლიფი. ავტოავარიის მიზეზი ავტობუსის გაუმართაობა გახდა, შემდეგ როგორც ჯეიმსმა განაცხადა, მათ არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ნორმალური ავტობუსი დაექირავებინათ. ჯგუფმა ტურნე არ შეწყვიტა და ჯგუფს მალე დაემატა ახალი წევრი, ჯეისონ ნიუსტიდი (ბას გიტარა).
 
ლარს ულრიხი
 
1988 წელს ჩაიწერა პირველი სტუდიური ალბომი ...And Justice For All. მას მოჰყვა 1991 წელს Black Album იგივე Metallica. გადაღებულ იქნა პირველი კლიპი One 1988 წელს. 1996-ში ჩაიწერა Load. მას მოჰყვა 1997-ში Reload და 1998  წელს Garage INC, რომელიც 2 დისკადაა გამოცემული. 1999 წელს მეტალიკამ ჩაატარა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტი ბარქელეის თეატრში. 2001 წელს დატოვა ჯეისონმა ჯგუფი. მისი განცხადებით ჯგუფის წევრები მას მეტალიკას სრულფასოვან წევრად არ მიიჩნევდნენ. მალე ლარსს და ჯეიმსს შორის მოხდა დიდი განხეთქილება და ჯეიმსი წელიწადზე მეტი დროით იყო წასული ჯგუფიდან. მისი დაბრუნების შემდეგ მეტალიკამ ჩაატარა რამოდენიმე კონცერტი ბას გიტარისტის გარეშე. ამ დროს ბას გიტარაზე უკრავდა ბობ როკი.
2003 წელს ჩაიწერა ალბომი St. Anger. მალე ჯგუფში მოვიდა ბას გიტარისტი რობერტ ტრუჯილიო.
 
კირკ ჰამეტი
 
ჯგუფის ეხლანდელი შემადგენლობა:
  • ჯეიმს ჰეტფილდი – მთავარი ვოკალი და რიტმური გიტარა (1981 წლიდან დღემდე)
  • კირკ ჰამეტი –  მთავარი გიტარა (1983 წლიდან დღემდე)
  • რობერტ ტრუჯილიო - ბას გიტარა (2003 წლიდან დღემდე)
  • ლარს ულრიხი - დრამი (1981 წლიდან დღემდე)
  •  
    რობერტ ტრუჯილიო
     
    ჯგუფის ყოფილი წევრები:
  • ჯეისონ ნიუსტედი – ბას გიტარა(1986–2001)
  • კლიფ ბარტონი – ბას გიტარა(1982–1986)
  • დეივ მასტეინი – მთავარი გიტარა(1981–1983)
  • რონ მაქგოვნეი – ბას გიტარა (1981-1982)
  •  
    სტუდიური ალბომები
  • 1983 – Kill 'Em All
  • 1983 – Ride the Lightning
  • 1986 – Master of Puppets
  • 1988 – ...And Justice for All
  • 1991 – Metallica
  • 1996 – Load
  • 1997 – ReLoad
  • 2003 – St. Anger
  • 2008 – Death Magnetic
  •  
     
    კატეგორია: მუსიკა | ნახვა: 957 | თარიღი: 02/11/2008 | რეიტინგი: 0.0/0 | სულ კომენტარები (0)